გუბერნატორის ადმინისტრაციაში თანამდებობებზე კონკურსი გამოცხადდა


კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში სხვადასხვა თანამდებობებზე კონკურსი გამოცხადდა. როგორც ტელეკომპანია „თანამგზავრს\" გუბერნატორის მოადგილე ზურაბ არსენიშვილმა განუცხადა, კონკურსი ადმინისტრაციის თითქმის ყველა სამსახურს შეეხო, მათ შორის იმ პირებს, ვინც ამ დრომდე მოვალეობის შემსრულებლებად იმყოფებიან. კონკურსანტები შესაბამის მისამართზე ჯერ რეზიუმეს გააგზავნიან, შემდეგ კი საკონკურსო-საატესტაციო კომისიაზე გასაუბრებას გაივლიან.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1fHTd2m

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან