შემზარავი ფაქტი ლაგოდეხში. 30 წლის მამაკაცმა 21 წლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მამაკაცზე სექსუალურად იძალადა. რომ არა თვითმხილველი, ეს ფაქტი დღემდე არ გახმაურდებოდა. ვიდეო მტკიცებულების შემდეგ კი პროკურატურამ დანაშაულში ეჭვმიტანილი დააკავა. მანამდე ეჭვმიტანილმა იმ ადამიანის მოკვლაც სცადა, რომელმაც მტკიცებულები მობილურ ტელეფონზე აღბეჭდა. მოძალადე აზერბაჯანის მოქალაქეა და ლაგოდეხის ერთ--ერთ ფერმაში მწყემსად მუშაობდა. სოფელი დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვს. საქმეზე გამოძიებას გურჯაანის პროკურატურა აწარმოებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი მოძალადეს 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1lZbFeX
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1lZbFeX