შეთანხმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

10.11.2020 04:24

სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ლიდერებს შორის მიღწეული შეთანხმება ცხრა პუნქტიანია, რომელიც კონფლიქტის ზონაში მხარეების მიერ შესასრულებელ პირობებს განსაზღვრავს. სამი ქვეყნის პრეზიდენტის შეთანხმების მიხედვით, კონფლიქტის ზონაში სრულად შეწყდა ცეცხლი და კონფლიქტის მხარეები მათ მიერ დაკავებულ პოზიციებზე რჩებიან. 2020 წლის 20 ნოემბრამდე, აღდამის რაიონი და სომხეთის მიერ ყაზახის რაიონში დაკავებული აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიები, აზერბაიჯანს დაუბრუნდება. მთიანი ყარაბაღის შეხების ხაზის და ლაჩინის კორიდორის გასწვრივ, რუსეთის სამშვიდობო კონტიგენტი განთავსდება. შეთანხმების ტექსტის მიხედვით, 2020 წლის 15 ნოემბრამდე, სომხეთი აზერბაიჯანს დაუბრუნებს კელბაჯარის რაიონს, 1 დეკემბრამდე კი ლაჩინის რაიონს, თუმცა ლაჩინის დერეფანს დაიტოვებს, რომელიც უზრუნველყოფს კავშირს მთიან ყარაბაღს და სომხეთს შორის. აზერბაიჯანის რესპუბლიკა ლაჩინის კორიდორში მოქალაქეების, მანქანებისა და ტვირთის უსაფრთხო გადაადგილების დაცვას უზრუნველყოფს. შეთანხმების თანახმად, იძულებით გადაადგილებული პირები და ლტოლვილები ბრუნდებიან მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე. მიმდებარე სივრცე გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის კონტროლის ქვეშ მოექცევა. სომხეთის რესპუბლიკა უზრუნველყოფს სატრანსპორტო კავშირს აზერბაიჯანის რესპუბლიკის დასავლეთ რეგიონებსა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის, რათა ორგანიზება გაეწიოს მოქალაქეების, მანქანებისა და ტვირთების შეუფერხებლად გადაადგილებას ორივე მიმართულებით.  ~ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

შეთანხმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის
01:49

შეთანხმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმების გეოპოლიტიკური დატვირთვა
05:33

სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმების გეოპოლიტიკური დატვირთვა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საომარი მოქმედებები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის
04:11

საომარი მოქმედებები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საომარი მოქმედებები აზერბაიჯანსა  და სომხეთს შორის
03:23

საომარი მოქმედებები აზერბაიჯანსა  და სომხეთს შორის

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ვითარება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში
00:55

ვითარება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პრემიერ-მინისტრი ფილიპ რიკერს შეხვდა
00:44

პრემიერ-მინისტრი ფილიპ რიკერს შეხვდა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

დაპირისპირება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე
06:22

დაპირისპირება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პრემიერ-მინისტრის შეხვედრა თურქეთის პრემიერთან
01:25

პრემიერ-მინისტრის შეხვედრა თურქეთის პრემიერთან

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო