დარღვევა დაფიქსირდა თელავის №4 საარჩევნო უბანზეც. საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ორმა რეგისტრატორმა ორ ამომრჩეველს ერთი და იგივე სახის ბიულეტენი მისცა. მკალავიშვილი განმარტავს, რომ ხმის დათვლის დროს ეს ბიულეტენები გაბათილდება. აღნიშნული დარღვევა „სამართლიანი არჩევნების\" წარმომადგენელმა დააფიქსირა. დავით მკალავიშვილის განცხადებით, საოლქო- საარჩევნო კომისია რეგისტრატორების მიერ ჩადენილ დარღვევაზე იმსჯელებს და შესაბამის დისციპლინარულ პასუხისმგებლობას დააკისრებს.
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/UFb9IF
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/UFb9IF