დარღვევები სოფელ იყალთოში

16.06.2014 01:43

„ახალი ამბები"-ს გადამღები ჯგუფი თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებშიც გავიდა. სოფელ იყალთოს №51 საარჩევნო უბანიდან, დაახლოებით, 50-70 მეტრში „ქართული ოცნებისა" და „ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო პლაკატები დაგვხვდა გაკრული. კითხვაზე: რამდენი მეტრით არის ნებადართული აღნიშნული სარეკლამო ბროშურების გაკვრა? ამ ფაქტთან დაკავშირებით, №51 საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარემ პასუხი ვერ გაგვცა. ასევე დარღვევა დაფიქსირდა თელავის №10 საარჩევნო უბანზე, სადაც გაკრულ აფიშაზე ალაზანი-კავკასიონის საკრებულოს კანდიდატის, ზურაბ ზაქარიაძის სახელი და გვარი იყო დაფიქსირებული. ჩვენი მითითების შემდეგ, კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნული პრობლემა აღმოფხვრა. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/1nJaCin

გაზიარება: