ზუგდიდში ავტო-მოტო შეჯიბრება დასრულდა
ზუგდიდში, ინგირის აეროპორტის ტერიტორიაზე ავტო მოყვარულთა შოუს შემდეგ, დღეს, მოტომოყვარულთა შეჯიბრი გაიმართა. მოტო მოყვარულები მთელი საქართველოდან ერთმანეთს 3 კატეგორიაში შეხვდნენ, ასევე გაიმართა მოტო დრიფთ შოუ. მოტო შეჯიბრებებში გამარჯვებულები 3 კატეგორიაში გამოვლინდნენ. პირველი ადგილების მფლობელებს 500 ლარი, 150 ლიტრი ბენზინი და Gem fest-ის 1000 ლარიანი VIP ბილეთი გადაეცათ. მეორე ადგილის მფლობლ სამივე მონაწილეს 300 ლარი, 100 ლიტრი ბენზინი და Gem fest-ის 250 ლარიანი მრავალჯერადი ბილეთი გადაეცათ. მესამე ადგილზე გასულ მოტომრბოლელებს კი 100 ლარი, 50 ლიტრი ბენზინი და Gem fest-ის 250 ლარიანი მრავალჯერადი ბილეთი გადასცეს. დღევანდელი დაჯილდოების შემდეგ ავტო-მოტო მოყვარულთა ორდღიანი შოუ დასრულდა. მოტოშოუმდე გუშინ ავტო მოყვარულთა შეჯიბრი ჩატარდა, სადაც გამარჯვებულები 5 კატეგორიაში გამოავლინეს. რეგიონში ავტო-მოტო შეჯიბრის ჩატარების იდეის ავტორი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონიაა, ღონისძიება „Western Drivers Club სამეგრელო“-ს ორგანიზებით, და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის, ზუგდიდის მერიის და ზუგდიდის გამგეობის მხარდაჭერით ტარდება. ღონისძიების სპონსორები არიან: „თეგეტა მოტორსი“, „ვისოლი“, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“, „GT Performance“, „Gem Fest“, „Palm Beach“, „Nadi group“, საკონდიტრო „ბომბორა“ და „მეტრო პლიუსი“. საინფორმაციო მხარდამჭერები: Ipress.ge, Newsportal.ge, smo.ge ავტო-მოტო მოყვარულთა შოუ „ახალგაზრდობის წლის“ ფარგლებში ტარდება, შეგახსენებთ, რომ 2016 წელი სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორმა რეგიონში ახალგაზრდობის წლად გამოაცხადა. ჩვენი ოფიციალური არხი Myvideo.ge-ზე : http://goo.gl/mUPAxr ეს ვიდეო Myvideo.ge-ზე : http://goo.gl/UoPgbz
STV NEWS-ის სხვა ვიდეოები
ნიკა გვარამია მიშა სხულუხიას: \u0026quot;მიშო, ამო...
სამეგრელოში დიდთოვლობის შედეგად დზარალებულებს დახმ...
04:47
ინოვაციის დღეები ზუგდიდში
07:33
იუსტიციის მინისტრი და ევროკავშირის ელჩი ორსანტიაში
06:45
დადიანების სასახლის ეზოში GEM FEST-ის კლიპის პრეზე...
03:43
დამწყები საწარმოების ხელშეწყობის პროგრამის პრეზენტ...
01:51
ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე დეპუტატს ბოდიშის მ...
01:16
ლევან ვარშალომიძეს სარფის საბაჟოზე ფეხსაცმელი ესრო...
მსგავსი ვიდეოები
ავტო-მოტო მოყვარულთა შოუ დაიწყო
Radio Atinati
ზუგდიდში ავტო მოყვარულთა გრანდიოზული შეჯიბრი გაიმართა
STV NEWS
ავტო-მოტო შეჯიბრი ზუგდიდში [imedi]
სამეგრელო- ზემო სვანეთის მხარე
ავტო-მოტო შეჯიბრი ზუგდიდში [iberia tv]
სამეგრელო- ზემო სვანეთის მხარე
ზუგდიდში ავტო მოყვარულთა შეჯიბრი გაიმართა [TV ODISHI]
სამეგრელო- ზემო სვანეთის მხარე
ზუგდიდში ავტომოყვარულთა შეჯიბრი გაიმართა
Radio Atinati
ზუგდიდში ავტომოყვარულთა შოუ გაიმართა
სამეგრელო- ზემო სვანეთის მხარე
5-6 აგვისტო ავტო-მოტო სანახაობა
სამეგრელო- ზემო სვანეთის მხარე