ზუგდიდში ავტომოყვარულთა შეჯიბრი გაიმართა

06.08.2017 02:39

ზუგდიდში, ინგირის აეროპორტის ტერიტორიაზე ავტომოყვარულთა შეჯიბრი გაიმართა. სადაც გამარჯვებულები 6 სხვადასხა კატეგორიაში გამოვლინდნენ. გამარჯვებულებს ფულადი ჯილდო და სხვადასხვა პრიზები გადასცეს.

მონაწილეები ერთმანეთს ავტო დრაგში შეეჯიბრნენ, ასევე გაიმართა „დრიფტ შოუ“, სადაც მონაწილეობა საქართველოში ცნობილმა მრბოლელებმა მიიღეს. ინგირის აეროპორტის ტერიტორიაზე დღეს 12:00 მოტო დრაგი გამართება.

რეგიონში ორ დღიანი ავტო-მოტო შეჯიბრი „Western Drivers Club სამეგრელოს“ ორგანიზებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის პატრონაჟითა და რეგიონის მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით მესამე წელია ტარდება.

ღონისძიების სპონსორები არიან: ანაკლიის განვითარების კონსორციუმი, ვისოლი, ენგურჰესი, სამშენებლო კომპანია AWORD და სამშენებლო კომპანია ევრო ბილდი, ხოლო საინფორმაციო მხარდაჭერას: სპორტული რადიო „ჯაკო“, რადიო „ათინათი“, Newsportal.ge, SMOTV, SmoNews და Zugdidelebi.ge უწევს.
რადიო "ათინათი"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

გაზიარება:
Mankanebi