პაპუაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა


პარლამენტში ჟურნალისტების ქცევის წესების შემოღების საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარე მესამე სექტორის ნაწილს შეხვდა. დისკუსია „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული პლატფორმის“ ინიციატივით გაიმართა. განიხილეს პაპუაშვილის ის ბრძანება, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში აკრედიტებული ჟურნალისტების ქცევის წესებს ეხება და ის პირველი მარტიდან ამოქმედდება.

შეხვედრის მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ჟურნალისტებისთვის შემუშავებული წესები, მედიისთვის პრობლემურია, ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა და ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის რისკებს შეიცავს. ისინი პრობლემის მოგვარების გზას პარლამენტის თავმჯდომარისა და საპარლამენტო ჟურნალისტების დიალოგში ხედავენ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან