შალვა პაპუაშვილის წერილი - გამოხმაურებები

09.02.2024 08:50

შალვა პაპუაშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც ვკითხულობთ: არჩევნების წინ შეგვიძლია, შეთანხმება დავდოთ იმ არასამთავრობოთა დაფინანსების, საქმიანობის გასაჯაროებაზე, რომლებიც პოლიტიკასთან კავშირში არიან როგორც არჩევნების დამკვირვებლები ან აქტივობის დამფინანსებლები. რადიკალიზაცია საქართველოს არაფერში სჭირდება. და მაინც, ზოგიერთი არასამთავრობო სწორედ რადიკალებს უწყობს ხელს იმაში, რომ საქართველო ევროკავშირისკენ სავალ გზას ააცდინონ“. როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის წარმატებით მოპოვების შემდეგ, საქართველო ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცესისთვის ემზადება. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება მიესალმება სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას, მაგრამ ზოგიერთი სერიოზული საკითხი მოუგვარებელი რჩება, რომლებიც, საბოლოოდ, ნდობისა და პოლიტიკური მიუმხრობლობის საკითხებამდე დაიყვანება. ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები თითქმის მთლიანად უცხოეთიდან ფინანსდებიან და არა ქართველი მეცენატების ან ინტერესთა ჯგუფების მიერ. მისივე განმარტებით, დაფინანსების გარდა, ზოგიერთი ელიტარული არასამთავრობო ორგანიზაციის პოლიტიკური მიკერძოებულობა სხვა მხრივაც პრობლემატურია, ისინი დახმარებას უწევენ რადიკალურ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც პირდაპირ ესხმიან თავს საქართველოს დემოკრატიულად არჩეულ მთავრობას და მას ხშირად არალეგიტიმურად აცხადებენ. პაპუაშვილის განცხადების ადრესატი არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა, რომლებსაც „მოამბე“ კომენტარისთვის დაუკავშირდა, განცხადებაზე უარი განაცხადეს, მათ შორის არიან საია, ისფედი და აიდიეფაი. პარლამენტის თავმჯდომარის აღნიშნულ წერილს გამოეხმაურნენ პოლიტიკურ სპექტრში. განცხადებას გამოეხმაურა კინორეჟისორი გოგა ხაინდრავაც. მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები არა საქართველოს, არამედ უცხო ქვეყნებს ემსახურებიან. ხაინდრავას განცხადებით, მესამე სექტორის საქმიანობა გამჭვირვალე უნდა იყოს და კითხვის ნიშნებს არ ტოვებდეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

შალვა პაპუაშვილის წერილი
01:35

შალვა პაპუაშვილის წერილი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

შალვა პაპუაშვილის წერილი
01:19

შალვა პაპუაშვილის წერილი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

შალვა პაპუაშვილის წერილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს
04:49

შალვა პაპუაშვილის წერილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

შალვა პაპუაშვილის წერილი - შეფასებები
03:05

შალვა პაპუაშვილის წერილი - შეფასებები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

შალვა პაპუაშვილის ღია წერილი ვროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს
03:45

შალვა პაპუაშვილის ღია წერილი ვროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეი...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

დეზინფორმაცია  - პაპუაშვილის წერილი
04:41

დეზინფორმაცია - პაპუაშვილის წერილი

TV IMEDI

შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტს რობერტა მეცოლას წერილს უგზავნის
00:48

შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტს რობერტა მეცოლას...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილს უგზავნის
01:32

შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილს უგზავნი...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

ყველა ვიდეო