„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიში თვითმმართველი ორგანოების ვებგვერდების შესახებ

27.01.2017 01:43

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა არჩილ თოდუამ მედიას ანგარიში წარუდგინა. დოკუმენტი სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების ვებგვერდების გამჭვირვალობასა და ინფორმაციულობას ეხება. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ წერილში ნათქვამია, რომ მიუხედავად ვებგვერდების ინფორმაციულობის დონის გაუმჯობესებისა, ადგილობრივი თვითთმართველობის ორგანოები საკუთარ ვებგვერდებს საზოგადოებასთან კომუნიკაციისთვის არაეფექტიანად იყენებენ. „აღსანიშნავია, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ შერჩეული კატეგორიების მიხედვით, რეგიონში მუნიციპალიტეტების აღმასრულებელ ორგანოებს შორის ყველაზე გამჭვირვალე/ინფორმაციული ქალაქ ზუგდიდის მერიის ვებ-გვერდია, წარმომადგენლობით ორგანოებს შორის კი ქალაქ ზუგდიდისა და ხობის საკრებულოს ვებგვერდები. ყველაზე ნაკლებად ინფორმაციული კი მარტვილის გამგეობისა და აბაშის საკრებულოს გვერდებია“, - აღნიშნულია განცხადებაში. კვლევაში ის კატეგორიებია მითითებული, რომელთა განთავსება და მუდმივი განახლება, როგორც განცხადებაში წერია, აუცილებელია მინიმალური გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. „ჩვენი რეკომენდაციაა, რომ მათ დადგენილების შესაბამისად, ყველა ის ინფორმაცია, რაც საკრებულოს მიერ მიღებულ წესში აქვთ განსაზღვრული, განათავსონ, რათა ნებისმიერ მოქალაქეს ჰქონდეს ხელმისაწვდომობა ნებისმიერი სახის ინფორმაციაზე, რომელიც დაკავშირებულია ამა თუ იმ გამგეობისა და საკრებულოს საქმიანობასთან“, - განმარტა არჩილ თოდუამ. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook:   / rado.atinati.  . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

მერაბ ქვარაია თვითმმართველობის კოდექსზე: უნდა შევეგუოთ იმას, რაც მოხდა
02:44

მერაბ ქვარაია თვითმმართველობის კოდექსზე: უნდა შევეგუოთ იმას,...

Radio Atinati

„გამჭვირვალობა“: თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობა დაბალია
01:10

„გამჭვირვალობა“: თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩა...

Radio Atinati

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანგარიში
01:46

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანგარიში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიში
01:51

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიში
01:04

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

#არჩევნები2020 „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიში
02:19

#არჩევნები2020 „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ან...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

რა ქონებას ფლობენ მერობის კანდიდატები? - \"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს\" ანგარიში
01:02

რა ქონებას ფლობენ მერობის კანდიდატები? - "საერთაშორისო გამჭვ...

Ajara TV

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ შუალედური ანგარიში
02:18

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ შუალედური ანგარიშ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო