ზუგდიდის ბაზრის მიმდებარედ მშენებლობის საკითხს საკრებულოში ხმაური მოჰყვა
ზუგდიდის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ცენტრალური ბაზრის შიდა ტერიტორიაზე მშენებლობის დაწყებას შიდა და გარე მოვაჭრეები აპროტესტებენ. მოვაჭრეები ამბობენ, რომ მაღაზიები სწორედ იმ ტროტუარზე განთავსდება სადაც მათ ვაჭრობა აეკრძალათ. "თუ ტროტუარი იყო და ჩვენი მანდ დგომა არ შეიძლებოდა, მაღაზიების განთავსება რატომაა დაშვებული", - ამბობენ გარემოვაჭრეები. შპს "ცენტრალური სუპერმარკეტის" ადმინისტრაციის წარმომადგენლებს თქმით, ბაზრის ღობე, რომლის დანგრევაც იგეგმება მათი საკუთრებაა და სასმართლოს გადაწყვეტილებამდე მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ. "ჩვენ გვაქვს საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები, თუმცა თავის დროზე რეესტრში აღნიშნული ღობე რომელსაც ფასადს ეძახით არ დარეგისტრირდა საკუთრებად. თუმცა ყველამ კარგად იცის, რომ ეს ჩვენი საკუთრებაა. მშენებლობა ისე დაიწყეს არც გვკითხეს. ამ შემთხვევაში ირღვევა ჩვენი, როგორც მესაკუთრეების უფლება. მოვითხოვთ, რომ დღესვე ამ საკრებულოს დასრულებისთანავე შეაჩერონ მშენებლობა", - თქვეს სხდომაზე ბაზრის ადმინისტრაციის დირექტორის მოადგილემ ნონა ნიჟარაძემ. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter: https://twitter.com/Atinati1059 Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ალექსანდრე მოწერელიამ უკმაყოფილო მოქალაქეები სასაუბროდ გუბერ...
Radio Atinati
გარემოვაჭრეები მუშაობას გააგრძელებენ
Radio Atinati
გარემოვაჭრეები აქციებს ორშაბათიდან განაახლებენ
Radio Atinati
ხმაური ზუგდიდის ბაზარში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გარემოვაჭრეები ძველ ტერიტორიაზე დროებით მუშაობის მოთხოვნით ა...
Radio Atinati
ზუგდიდელი გარემოვაჭრეების ნაწილი ქუთაისში გაემგზავრა
Radio Atinati
ხმაური ზუგდიდში - სამართალდამცავებმა ერთი გარემოვაჭრე დააკავ...
Radio Atinati
მერიის ზედამხედველობის სამსახურსა და გარემოვაჭრეებს შორის შე...
Radio Atinati