ზუგდიდის ბაზრის მიმდებარედ მშენებლობის საკითხს საკრებულოში ხმაური მოჰყვა

08/20/2018
Radio Atinati-ის მიერ

ზუგდიდის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ცენტრალური ბაზრის შიდა ტერიტორიაზე მშენებლობის დაწყებას შიდა და გარე მოვაჭრეები აპროტესტებენ. მოვაჭრეები ამბობენ, რომ მაღაზიები სწორედ იმ ტროტუარზე განთავსდება სადაც მათ ვაჭრობა აეკრძალათ.

\"თუ ტროტუარი იყო და ჩვენი მანდ დგომა არ შეიძლებოდა, მაღაზიების განთავსება რატომაა დაშვებული\", - ამბობენ გარემოვაჭრეები.

შპს \"ცენტრალური სუპერმარკეტის\" ადმინისტრაციის წარმომადგენლებს თქმით, ბაზრის ღობე, რომლის დანგრევაც იგეგმება მათი საკუთრებაა და სასმართლოს გადაწყვეტილებამდე მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ.

\"ჩვენ გვაქვს საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები, თუმცა თავის დროზე რეესტრში აღნიშნული ღობე რომელსაც ფასადს ეძახით არ დარეგისტრირდა საკუთრებად. თუმცა ყველამ კარგად იცის, რომ ეს ჩვენი საკუთრებაა. მშენებლობა ისე დაიწყეს არც გვკითხეს. ამ შემთხვევაში ირღვევა ჩვენი, როგორც მესაკუთრეების უფლება. მოვითხოვთ, რომ დღესვე ამ საკრებულოს დასრულებისთანავე შეაჩერონ მშენებლობა\", - თქვეს სხდომაზე ბაზრის ადმინისტრაციის დირექტორის მოადგილემ ნონა ნიჟარაძემ.

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI
Google+: https://plus.google.com/u/1/
Twitter: https://twitter.com/Atinati1059
Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან