საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი: „ჩემთვის დიდი პატივია, დამოუკიდებლობის დღე მივულოცო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორსა და მეგობარს, ამერიკის შეერთებულ შტატებს; ეს დღე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, როგორც დღე, როდესაც შეიქმნა სახელმწიფო, რომელიც დემოკრატიის და თავისუფლების სიმბოლოა ყველასთვის, ვინც ამ ღირებულებებს იზიარებს. ჩვენი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ამ მიზნების მისაღწევად, ჩვენ ერთად ვმუშაობთ. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს ამ პროცესში ურყევი მხარდაჭერისთვის. საქართველოში გვაქვს გამოწვევები, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენი სახელმწიფოებრიობის დაცვასთან, ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციასთან, ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვასა და ეკონომიკის აღორძინებასთან. ამიტომაც ვიცით, რომ არ შეიძლება ყურადღების მოდუნება, ჩვენ უნდა შევძლოთ ამ საფრთხეებთან გამკლავება“, - ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მილოცვის წერილში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
პრემიერის მილოცვა აშშ-ს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გიორგი გახარია აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
Georgian Government
გიორგი კვირიკაშვილისა და ჯონ კერის ერთობლივი პრესკონფერენცია
Giorgi Kvirikashvili
რუდი: მხარს გიჭერთ თხილის წარმოების განვითარებაში და ხვალაც...
Radio Atinati
პრემიერ-მინისტრი აშშ-ს სახელმწიფო მდივანს შეხვდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მამუკა ბახტაძე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს მაიკ პენსს შეხვდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრემიერ-მინისტრი აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურს შეხვდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეხვედრები მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster