შეხვედრები მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს მაიკ პენსს შეხვდა. საუბრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობასა და ურთიერთობებს. მანამდე ცნობილი გახდა, რომ საქართველოში მონტენეგროს პრეზიდენტი ჩამოვა. მილო დუკანოვიჩმა მამუკა ბახტაძის მოწვევა დღეს გამართულ შეხვედრაზე მიიღო. მიუნხენში ვიზიტის დროს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ორმხრივი შეხვედრები გამართა ხორვატიისა და ლიხტენშტეინის წარმომადგენლებთან. ლიხტენშტეინის საგარეო საქმეთა, კულტურისა და იუსტიციის მინისტრთან შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები მიმოიხილეს. დავით ზალკალიანმა კოლეგა საქართველოში მოიწვია. შეხვედრა გაიმართა ასევე ხორვატიის ვიცე-პრემიერთან. თანამშრომლობის პოტენციურ სფეროებად დასახელდა ვაჭრობა და ეკონომიკა, ასევე ხალხთაშორისი კონტაქტები. დადებითად შეფასდა მხარეებს შორის იუსტიციის სფეროში არსებული თანამშრომლობა. დავით ზალკალიანმა შეხვედრები მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ორმხრივი შეხვედრები მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს მთავრობის წევრები ორმხრივი შეხვედრები მიუნხენში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ორმხრივი შეხვედრები მიუნხენში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია დასრულდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს პრემიერის ვიზიტი საუდის არაბეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
განცხადებები მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster