სატელეფონო საუბარი ბორის ჯონსონსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის
გაერთიანებული სამეფოს პრემიერმა უკრაინის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარი გამართა. ინფორმაციას გაერთიანებული სამეფოს პრემიერის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, ბორის ჯონსონმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონბასის რეგიონსა და უკრაინის აღმოსავლეთით ბოლო დროს განვითარებული მოვლენები განიხილეს. ბორის ჯონსონმა უკრაინელ კოლეგას განუცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს უკრაინის გმირი შეიარაღებული ძალების მხარდაჭერასა ბარბაროსული თავდასხმისგან თავიანთი სამშობლოს დაცვის ძალისხმევაში, მათ შორის საჭირო აღჭურვილობის მიწოდებით. ამასთან, ბორის ჯონსონმა ისაუბრა საერთაშორისო თანამეგობრობის ერთობლივი მუშაობისა და მოქმედების გაგრძელების მნიშვნელობაზე, რათა უკრაინამ წარმატებას მიაღწიოს და პუტინი დამარცხდეს. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნები ვალდებულები არიან მხარი დაუჭირონ უკრაინას, როგორც ახლა, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში, რათა აღარასდროს არ დაესხან თავს ისევ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ბორის ჯონსონსა და ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბარი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ზელენსკისა და ჯონსონის სატელეფონო საუბარი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება უკრაინაში - „მოამბე“ უკრაინიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნატო-ს გაფართოების საკითხი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სატელეფონო საუბარი ჯო ბაიდენსა და ბორის ჯონსონს შორის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბრიტანეთი აღმოსავლეთ ევროპაში ჯარისკაცებს გაგზავნის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სატელეფონო საუბარი
TV IMEDI
სატელეფონო საუბარი ე.წ. კანონიერ ქურდებთან
info rustavi