ნატო-ს გაფართოების საკითხი
ნატო-ს გაფართოების საკითხი იყო ერთ-ერთი მთავარი თემა, რაზეც დღეს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა და თურქეთის პრეზიდენტმა, სატელეფონო საუბარი გამართეს. ბორის ჯონსონმა და რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა ასევე განიხილეს ბრიტანეთი-თურქეთის თანამშრომლობა და უკრაინის კონფლიქტზე გლობალური რეაგირება. ბრიტანეთის მთავრობის ინფორმაციით, ლიდერებმა ერთმანეთს გაუზიარეს ღრმა შეშფოთება რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმისა და მისი შორს მიმავალი შედეგების შესახებ. პრემიერ-მინისტრი მიესალმა თურქეთის წამყვან როლს კრიზისის მოგვარებაში. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ერთად იმუშაონ უკრაინის მარცვლეულის მარაგების ექსპორტის სასიცოცხლო მარშრუტების გახსნისა და სურსათზე გლობალური ფასების შემცირების მიზნით“, - ნათქვამია ინფორმაციაში. „ნატო-ს გაფართოების საკითხზე საუბრისას პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ საფრთხეს, რასაც რუსეთი ევროპელ მეზობლებს უქმნის და განაცხადა, რომ ფინეთი და შვედეთი ნატო-ს ალიანსში ღირებული წევრები იქნებიან. მან მოუწოდა პრეზიდენტ ერდოღანს, იმუშაოს შვედ, ფინელ და ნატოელ კოლეგებთან, რათა ნებისმიერი პრობლემა მომავალი თვის მადრიდის სამიტამდე გადაილახოს“, - აღნიშნულია ბრიტანეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ ცნობაში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
იენს სტოლტენბერგის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მიუნხენის კონფერენცია - უკრაინის საკითხის განხილვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
42° პარალელი - ებრაული იურისდიქცია გოლანის პლატოზე / ინტერვი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეხვედრა „ევროპული საქართველოს“ ოფისში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თურქეთის პოზიცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჯო ბაიდენისა და იენს სტოლტენბერგის შეხვედრა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნატო-ს გაფართოების პროცესი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster