ნატო-ს გაფართოების პროცესი
ნატო ფართოვდება. ფინეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა და ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებმა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პროტოკოლებს მოაწერეს ხელი. გაიმართა ნატო-ს გენერალური მდივნის, შვედეთისა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია. ალიანსში ორივე ქვეყანა მას შემდეგ გაწევრიანდება, რაც ნატო-ს წევრი 30 სახელმწიფო მოახდენს დოკუმენტების რატიფიცირებას. იენს სტოლტენბერგმა იმედი გამოთქვა, რომ ნატო-ს წევრები უზრუნველყოფენ პროტოკოლის სწრაფ დამტკიცებას. მან ასევე მადლობა გადაუხადა თურქეთს, შვედეთსა და ფინეთს სკანდინავიური ქვეყნების ალიანსში გაწევრიანების საკითხზე სამმხრივი შეთანხმებისთვის. 29 ივნისს ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა შვედეთი და ფინეთი ნატო-ს წევრებად ოფიციალურად მიიწვია. ალიანსის ლიდერებმა გადაწყვეტილება ნატო-ს მადრიდის სამიტზე მიიღეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
მოსკოვის პასუხი ფინეთს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნატოს გაფართოების გეგმა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გზავნილები საქართველოს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნატო-ს გაფართოების პერსპექტივა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნატო-ს გაფართოების საკითხი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 2 დეკემბერი, 2021 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
NATO-ს მინისტერიალი ბერლინში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეხვედრა „ევროპული საქართველოს“ ოფისში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster