ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გზავნილები საქართველოს
ქართული მედიის ყურადღების ცენტრში დღეს ნატოს შტაბბინაც იყო. ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის გახსნამდე საქართველოს პრემიერი ნატოს გენერალურმა მდივანმა მიიღო. ალიანსის აღმოსავლეთით გაფართოების წინააღმდეგ რუსეთის ბოლო მუქარის შემცველი განცხადებებიდან გამომდინარე დღევანდელ შეხვედრას განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა. იენს სტოლტენბერგის ტონი მოსკოვის მიმართ საკმაოდ მწვავე და მკაფიო იყო. ბრიუსელიდან მოსკოვს პირდაპირ უთხრეს, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გაუქმებაზე რუსეთის ულტიმატუმი არ იქნება მიღებული. იყო გზავნილები ქართული პოლიტიკური სპექტრის მიმართაც. პოლარიზაციის შემცირება და ოპოზიციასთან მუშაობა უთანხმოების გადასაწყვეტად ნატოს გენერალური მდივნის კიდევ ერთი მთავარი გზავნილია. ნატოში ინტეგრაციის პროცესის გააქტიურება და საქართველოს გაწევრიანების საკითხზე პოლიტიკური გადაწყვეტილების დაჩქარება - ეს კი პრემიერ-მინისტრის გამოსვლის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება იყო. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
დავით ზალკალიანის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ექსკლუზიური ინტერვიუ ჯეიმს აპატურაისთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს საკითხი სენატში განიხილება / ნატოს მინისტერიალი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მხარდამჭერი გზავნილები ბრიუსელიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნატო-ს მინისტერიალი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტი - პოლიტიკური შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნატო-ს საიუბილეო სამიტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster