პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში

29.09.2020 07:15

ქართული დელეგაცია ბრიუსელიდან მნიშვნელოვანი გზავნილებით და ფინანსური დახმარების ახალი პაკეტით ბრუნდება. პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის აღსადგენად გამოყოფილია კიდევ 129 მილიონი ევრო. ნატო, ევროკომისია, ევროპული საბჭო, ევროპარლამენტი - ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანთან და ევროკავშირის ხელმძღვანელებთან შეხვედრები საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებით დასრულდა. ნატოს შტაბ-ბინაში საქართველოს ორგანიზაციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი უწოდეს, რეფორმები მოუწონეს და თანამშრომლობის არსებითი პაკეტის განახლება დააანონსეს. იყო განცხადება მოახლოებულ არჩევნებზეც, რომლის მიღმა ოპოზიციამ მკაფიო გაფრთხილება ამოიკითხა.  მაღალი დონის შეხვედრებზე საუბარი შეეხო ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ურთიერთობების შემდგომ გააქტიურებას. ხაზი გაესვა შავი ზღვის სტრატეგიულ მნიშვნელობას და ნატო -საქართველოს შორის კიბერ-უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე ბორდერიზაციის პროცესზეც და არსებულ ჰუმანიტარულ სირთულეებზე.   ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: