ზელენსკისა და ჯონსონის სატელეფონო საუბარი
ტელეფონით ისაუბრეს ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ბორის ჯონსონმა. ბრიტანეთის პრემიერის ადმინისტრაციის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უკრაინის გაძლიერებისა და პუტინის წარუმატებლობის უზრუნველყოფის ერთგულია ისე, როგორც არასდროს და აღნიშნა, თუ რამდენად მედგრად იბრძვიან უკრაინელები საკუთარი თავისუფლებისთვის. გაერთიანებული სამეფოს პრემიერმა დაადასტურა, რომ დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს დამატებით სამხედრო დახმარებას, რომ უკრაინელებს აღჭურვილობა მიაწოდოს. ამასთან ერთად, ლიდერებმა გაერო-ს ხელმძღვანელობით, მარიუპოლის ევაკუაციის მცდელობის პროგრესი განიხილეს. ასევე, ბორის ჯონსონმა უკრაინის პრეზიდენტს შემდგომი ეკონომიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა შესთავაზა. დიდი ბრიტანეთის პრემიერთან გამართულ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით „ტვიტერში” წერს უკრაინის პრეზიდენტიც. „ვინარჩუნებ მუდმივ კონტაქტს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან. ვესაუბრე ბრძოლის ველზე და ბლოკირებულ მარიუპოლში არსებულ ვითარებაზე. განვიხილეთ უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერა და მშვიდობის მისაღწევად აუცილებელი დიპლომატიური ძალისხმევა“, – წერს ვილოდიმირ ზელენსკი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ბორის ჯონსონსა და ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბარი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჯონსონი გადადგა, არი თუ არა უკრაინის დახმარება საფრთხის ქვეშ...
ამერიკის ხმა
ბორის ჯონსონი უკრაინაში ჩავიდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინის პრეზიდენტის ვიდეომიმართვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბორის ჯონსონი და ვოლოდიმირ ზელენსკი კიევის ცენტრში
MULTIMEDIA GE
ბორის ჯონსონი კიევში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster