ზუგდიდში ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის შესახებ დისკუსია გაიმართა
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში აგრესიული ნარკოპოლიტიკისა და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების დეკრიმინალიზაციის პლიუსებსა და მინუსებზე ისაუბრეს. ორგანიზაცია "თანასწორობის მოძრაობის" ზუგდიდის ოფისის ხელმღვანელის, ემზარ კვარაცხელიას თქმით, კონფერენცია "თეთრი ხმაურის მოძრაობის" შაბათს დაანონსებულ აქციას ეძღვნება. "ჯერ კიდევ ბევრი კითხვის ნიშანი არის, თუ რატომ უნდა მოხდეს საქართველოში მარიხუანას ლეგალიზაცია და ყველა ნარკოტიკული საშუალების დეკრიმინალიზიცია. დღევანდელ კონფერენციაზე გვინდა პასუხი გავცეთ ამ კითხვებს. ჩვენ ვეწინააღმდეგებით იმ აგრესიულ პოლიტიკას, რომელსაც სახელმწიფო ნარკოპოლიტიკის კუთხით ატარებს", - დასძინა კვარაცხელიამ. მან აღნიშნა, რომ თუკი შესაბამისი ორგანოები კონკრეტულ ნაბიჯებს არ გადადგამენ, ისინი სხვა სახის ქმედებებზე გადავლენ, რადგან სახელმწიფო მათზე "ძალადობს". შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოქალაქეები ესწრებოდნენ. მათ სხვადასხვა საკითხი განიხილეს და ამ პოლიტიკის შესაძლო შედეგებისა და საფრთხეების შესახებ სამედიცინო და სამართლებრივი კუთხით იმსჯელეს. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, სხვა ქვეყნების მაგალითიდან გამომდინარე, დეკრიმინალიზაცია ნარკომოხმარების მასშტაბებს შეამცირებს. ამავე საკითხზე კონფერენცია პარასკევსაც არის დაგეგმილი. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati. . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ზუგდიდში დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა
Radio Atinati
აქცია ნარკოტიკების წინააღმდეგ ზუგდიდში
Livepress. ge
"ეროვნული ნარკოპოლიტიკა და ადამიანის უფლებები" - შეხვედრა გა...
Radio Atinati
სამეგრელოში ნარკოდანაშაულის თემაზე ბრიფინგი პირველად გაიმართ...
Radio Atinati
შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრო
ზუგდიდის პროკურორი მოსწავლეებს ნარკოტიკების მავნე ზეგავლენაზ...
Radio Atinati
"ქრონიკამ" იმ ათონელი ბერის აღიარებითი ჩვენება მოიპოვა, რომე...
TV IMEDI
მასშტაბური სპეცოპერაცია - დაკავებული ნარკორეალიზატორები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster