#ზუგდიდი #საკრებულო #თავმჯდმომარე #სამეგრელო
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ ნატალია შეროზიამ ზუგდიდის მოსახლეობას პირობა მისცა, რომ მათი კეთილდღეობისთვის ყველაფერს გააკეთებს და ქალაქის თვითმმართველობასთან კოორდინირებულად იმუშავებს. ამასთან, მან საკრებულოს წევრებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, იყო ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე. ეს ნიშნავს, ემსახურო ხალხს და იზრუნო მათ კეთილდღეობაზე“- აღნიშნა შეროზიამ.
ნატალია შეროზიას არჩევას ოპოზიციური პარტიის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. ყოფილ მმართველ პარტიაში თვლიან, რომ საკრებულოს ახალი თავმჯდომარე არაკომპეტენტურია და მას ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებით, საკუთარი ხედვა არ გააჩნია. ენმ-ის წევრი ანი წითლიძე დაინტერესდა, თუ რა მოსაზრება ჰქონდა მას ბოტანიკური ბაღისა და თეატრის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, რომელიც მისივე თქმით, \"ქართული ოცნების\" მხრიდან შეუსრულებელი დარჩა.
„არ მივეცით ხმა, რადგან ამ საკრებულოს თავმჯდომარის არჩევით არ იცვლება უკეთესობისიკენ ზუგდიდელების მომავალი, აქ მხოლოდ საუბარია იმაზე, თუ ვის ექნება უფრო მეტი ხელფასი “, - განაცხადა წითლიძემ.
ახლადარჩეულ თავმჯდომარეს ბოტანიკური ბაღისა და თეატრის რეაბილიტაციის საკითხზე პირდაპირი პასუხი არ გაუცია, თუმცა აღნიშნა, რომ ქალაქის განვითარებისთვის ბევრი კარგი პროექტი განხორციელდება.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/