საომარი ვითარება ისრაელში


ისრაელს არმიამ „ჰამასისა“ და „პალესტინის ისლამური ჯიჰადის“ ათობით ობიექტი დაბომბა. განადგურებულია იარაღის საწყობები, მეჩეთი და დაჯგუფების შენობები. ბოლო მონაცემებით, ისრაელის შეიარაღებული ძალები ღაზის საზღვარს სრულად აკონტროლებენ. პარალელურად ისრაელის ქალაქები „ჰამასის“ მხრიდან დღესაც დაიბომბა. სექტორის სრული ბლოკადის პარალელურად, არ არის გამორიცხული უახლოეს მომავალში ისრაელმა ღაზაში სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს. ნეთანიაჰუს ხელისუფლებამ უკვე შეძლო უპრეცედენტო რაოდენობის, 300 ათასი რეზერვისტის მობილიზება. ბოლო ცნობებით, „ჰამასის“ თავდასხმების შედეგად, ისრაელში დაღუპულთა რიცხვმა 1000-ს გადააჭარბა. ღაზის სექტორი კი, სულ მცირე, 700 გარდაცვლილის შესახებ იუწყება. რაც შეეხება დაშავებულებს, მათი რაოდენობა ორივე მხარეს რამდენიმე ათასზე მეტია.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან