საია ყოფილი პატიმრების მიმართ წამების ფაქტებზე ევროპულ სასამართლოს მიმართავს


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარტნიორ ორგანიზაციასთან ,,ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი (EHRAC)'' თანაშრომლობით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ორი ყოფილი მსჯავრდებულის სახელით, მათ მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო მიმართა.
ყოფილი პატიმრები ზ. მ. და ა. ო. სასჯელს #18 და #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში იხდიდნენ. მსჯავრდებულები 2011-2012 წლებში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, ციხის თანამშრომელთა მხრიდან, სასტიკ და ინტენსიურ ცემას დაექვემდებარნენ, რის შედეგადაც მათ სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღეს. - See more at: #st..." target="_blank" rel="nofollow">https://gyla.ge/geo/news?info=2438#st...

ვიდეოები „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია"-ისგან