„ანაკლიიდან დავამარცხებთ ნიჰილიზმს“ - საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“ 12 ლიდერს ეძებს (ვიდეო)

09/12/2019
Radio Atinati-ის მიერ

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა თანამოაზრეებთან ერთად დღეს ანაკლიაში ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა სახელწოდებით „ლელო“ დააფუძნა. მან შეკრებილებს მოძრაობის კონცეფცია გააცნო. ხაზარაძის განცხადებით, ის ბადრი ჯაფარიძესთან ერთად, დაყადაყებული ანგარიშებისა და წინააღმდეგობების მიუხედავად, ბრძოლას მოიგებს. მისივე თქმით, მოძრაობა 12 ლიდერს ეძებს სხვადასხვა სფეროში. რაც შეეხება მოძრაობის დაფუძნების ადგილს, ხაზარაძის განცხადებით, ანაკლია ორი მიზეზის გამო შეირჩა.
„ ანაკლია შევარჩიეთ, რადგან აქედან 4 კილომეტში არიან ჩვენი ძმები და ე.წ. ხელოვნური საზღვრით ვართ გაყოფილები, მეორე მნიშვნელოვანი მიზეზი კი ანაკლიის პორტია. ჩვენ ვაფუძნებთ მოძრაობას, რომელსაც ექნება გუნდურობის, ექნება მიზნების მიღწევის, ექნება სიყვარულის, ერთობის, საქართველოს გამარჯვებაზე ორიენტირებული მიზანი. მოძრაობას სახელდა ერქმება ლელო, რადგან ეს არის სახელი, რომელიც შედეგზე ორიენტირებულია, რომელშიც ჩანს, რომ ქართველებმა უნდა გავიტანოთ და დავდოთ ჩვენი ლელო. დამთავრდა ქვეყანაში აზროვნება - ერთი კაცის იმედად ქვეყნის გადარჩენის ჩამოკიდება. ჩვენ ვეძებთ ლიდერებს, წარმატებულ ადამიანებს. ეს გაერთიანება უახლოეს ხანში პოლიტიკური პარტია იქნება, ლიდერების პარტია, ეს არის იქნება მამუკა ხაზარაძის პარტია, ეს იქნება ჰორიზონტალური სტრუქტურა და შედეგზე ორიენტირებული. მესმის, რომ პოლიტიკაში კონკრეტული თარიღები და მიზნები არ უნდა დასახო, იმიტომ, რომ ადამიანები ძალაუფლებისთვის მოდიან. ჩვენ პირიქით გავაკეთებთ, ჩვენ დავასახელებთ თარიღებს და კონკრეტულ მიზნებს იმისთვის, რომ ეს ქვეყანა ძალიან სწრაფად ან გამოვა ამ მდგომარეობიდან ან ვიქნებით ამ ჭაობში. მოვძებნით 12 ლიდერს ყველა სფეროში, 12 რეფორმატორს მედიცინაში, განათლებაში, 12 ლიდერს სოფელში, 12 ქალს რაიონში. ეს ქვეყანა მესიის და ვიღაც კაცის გადასარჩენი კი არ არის, ის არის თითოეული ჩვენგანის გადასარჩენი. ილია ჭავჭავაძეც 12 ადამიანს ეძებდა, რომ ქვეყანა გადარჩენილიყო. მინდა, ეს ძებნა ყველამ დავიწყოთ“,- განაცხადა ხაზარაძემ.
ხაზარაძის მოძრაობაში იქნებიან ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის პრეს-სპიკერი საია-ს ყოფილი თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი, ასევე, საია-ს ყოფილი თავმჯდომარე და გიორგი მარგველაშვილის მრჩეველი კახა კოჟორიძე, რომელიც ამბობს, რომ რევოლუციური ცვლილებებია საჭირო. მათივე თქმით, მასშტაბურ ცვლილებებს გაერთიანება სჭირდება, რადგან საკუთარ სფეროში წარმატების მიღწევა საკმარისი ქვეყნის განვითარებისთვის არ არის.
„აქ ვართ სხვადასხვა პროფესიისა და გამოცდილების წარმატებული ადამიანები, რომლებმაც გავაცნობიერეთ, რომ ჩვენ-ჩვენს სფეროში წარმატების მიღწევა არაა საკმარისი, საქართველო წინ წავიდეს და გახდეს ქვეყანა, სადაც ადამიანებს ექნებათ საიამყის გრძონა. ამიტომაც ვერთიანდებით გამოცდილებით, შემართებით, კეთილსინდისერებით, პროფესიონალიზმით ამ ქვეყნის ირგვლივ ქვეყნის წარმატების, წინ წაწევის იმედით, ამ იდეის ირგვლივ. გამბედავი და კონპეტენტური ადამიანების ერთობა შექმნის ენერგიას, რომელიც აუცილებელია ცვლილებებისთვის“, - აღნიშნა ნაცვლიშვილმა.
მამუკა ხაზარაძემ ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“, რომელშიც საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელი ერთიანდება, ანაკლიაში, შავი ზღვის სანაპიროზე წარადგინა. მოძრაობის დამფუძნებლები, უახლოეს მომავალში პარტიის შექმნასაც აანონსებენ.

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან