მოწერელია: არავითარი დაპირება, გავატარებთ კონკრეტულ ღონისძიებებს

11/04/2018
Radio Atinati-ის მიერ

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი და „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ახალი უფროსი ალექსანდრე მოწერელია ამბობს, რომ მოსახლეობასთან კომუნიკაციის გაძლიერებაა საჭირო. შინაგან საქმეთა მინისტრთან რამდენიმესაათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ მოწერელიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ საუბარია კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლება გადადგამს და არა დაპირებებზე.

„ამომრჩევლის ნდობის მოპოვება ეს იმას ნიშნავს, რომ ის მწვავე საკითხები, რაც აწუხებს მოსახლეობას, გადავუწყვიტოთ ან მივცეთ ზუსტი ვადა მათი გადაწყვეტის. გამორიცხულია მათთან ურთიერთობაში ტყუილი, რაც არის დამაზიანებელი. არანაირი დაპირება, საუბარია კონკრეტულად ღონისძიებებზე, რისს გატარების საშუალებაც გვაქვს. მოსახლეობასთნ ურთიერღთობა იქნება გულწრფელი და მთავარია მათთან კომუნიკაციის ინტენსივობის გაძლიერება“,- აღნიშნა გუბერნატორმა.

ალექსანდრე მოწერელია მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბის უფროსად დღეს დაინიშნა.

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI
Google+: https://plus.google.com/u/1/
Twitter: https://twitter.com/Atinati1059
Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან