რამდენი საწვავი გვჭირდება ლაშქრობაში
ლაშქრობის წინ საწვავის ბალონს ავიღებდი, ხელში შევათამაშებდი და გავიფიქრებდი ხოლმე, "მეყოფა კი ეს საწვავი წყლის ასადუღებლად?" . რატომღაც ყოველთვის მყოფნიდა, არ მიმკლებია, თუმცა არც ზედმეტი წონის ტარება მომწონდა. გარდა ამისა გამოგიტყდებით და გეტყვით რომ ნამდვილად მიყვარს პატარ-პატარა ექსპერიმენტების ჩატარება და ცოდნის ამ მიმართულებით გაღრმავება. მოვიმარაგე ზუსტი სასწორი (0.01 გრამის სიზუსტით), მინის კოლბა, რამდენიმე სახეობის საწვავი, ქვაბი და ქურა, დავიწყე ინტენსიური ტესტირება, ჩავიწერე შედეგები და სწორედ ამ შედეგების გაზიარება მსურს ვიდეოთი. ხოდა თუკი თქვენც გაინტერესებთ თუ რამდენი გრამი გაზის საწვავი გჭირდებათ 1 ლიტრი წყლის ასადუღებლად, მაშინ უყურეთ ვიდეოს ბოლომდე. ჩვენი ვიდეო პროექტი არაკომერციულია და მიზნად ისახავს ქართული საზოგადოების ცოდნის ამაღლებას სალაშქრო, სათავგადასავლო, თვითგადარჩენის მიმართულებით. ვინაიდან ამ პროექტს ორი მოხალისე ვაკეთებთ, ჩვენი რესურსები შეზღუდულია. გვჭირდება ახალი აპარატურის შეძენა უკეთესი ხარისხის მისაღწევად, ახალი აღჭურვილობის ყიდვა ტესტირებისთვის და შემდგომ ვიდეოებში გადასაღებად. თუკი გსურთ, გვერდში დაგვიდგეთ და ერთობლივად გავაკეთოთ ეს საქმე, შემოწირულობის გადმორიცხვა შეგიძლიათ თიბისის შემდეგ ანგარიშზე: GE20TB7644545067800001 მიმღების სახელი ლაშქრობა შეგიძლიათ მოგვძებნოთ Facebook-ზე https://www.facebook.com/%E1%83%90%E1...
მსგავსი ვიდეოები
ბიზნესკონტრაქტი 30.11.2016 - რამდენი თეთრით გაძვირდება საწვა...
Business Media Georgia
🚨 პირველი შეხვედრა | შკოდა ოქტავია განახლდა! აი, როგორია ფე...
AUTO BILD GEORGIA
რამდენით გაიაფდა საწვავი საქართველოში?
Business Media Georgia
ვინ, როდის და რამდენით გააიაფა საწვავი?
Business Media Georgia
ტესტი | როგორ დადის ახალი პრიუსი - ეკონომიურიცაა და სპორტული...
AUTO BILD GEORGIA
რატომ სჯობს დიზელის ძრავი ბენზინს ეფექტიანობით
Giorgi Laluashvili
ყოფილი საჯარო მოხელისა და ჟურნალისტის ურთიერთბრალდებები
Radio Atinati
როგორ გადავიყვანოთ MPG ჩვენება კილომეტრებში
Vinspect.ge