რატომ სჯობს დიზელის ძრავი ბენზინს ეფექტიანობით

12/17/2019
Giorgi Laluashvili-ის მიერ

არხის მხარდაჭერისთვის შეგიძლიათ გააკეთოთ დონაცია საქართველოს ბანკის მოცემულ ანგარიშზე: GE61BG0000000138099000
რატომ სჯობს დიზელის ძრავი ბენზინს ეფექტიანობით? დიზელის ძრავები უფრო ეკონომიურია ვიდრე ბენზინის ძრავები, ისინი ჯერ კიდევ ვერ დაეწიენ დიზელს, მიუხედავად ისეთი მიღწევებისა, როგორიცაა პირდაპირი ინექცია (სპრისკი). რა განსხვავებაა ბენზინისა და დიზელის ძრავებს შორის და როგორ მუშაობს დიზელები? პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ ორივეს დიზელსაც და ბენზინსაც ერთი წყარო აქვთ - ნავთობი. ისინი ორივე ნახშირწყალბადის თხევადი საწვავია, მაგრამ დიზელს ბენზინისგან განსხვავებული თვისებები აქვს. დიზელი უფრო მკვრივია ვიდრე ბენზინი და იმავე მოცულობაში შეიცავს დაახლოებით 15%-ით მეტ ენერგიას. ეს ნიშნავს, რომ უფრო მეტ დეტონაციას იღებთ იგივე დანახარჯით, მაგრამ ეს არ არის მთელი ისტორია. დიზელის ძრავები გაცილებით ეფექტურია ვიდრე ბენზინის ძრავები საწვავის მექანიკურ ენერგიად გადაქცევისას. რეალობაში, დიზელის ძრავი ამაში 40%-ით უფრო ეფექტიანია. ორივე ტიპის ძრავა კლასიფიცირებულია როგორც \"სითბოს\" ძრავა, რადგან ისინი საწვავის ენერგიას გარდაქმნიან მექანიკურ ენერგიად. მაგრამ დიზელებს აქვთ უკეთესი თერმული ეფექტურობა, ვიდრე ბენზინის ძრავებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი სითბოს მეტად გარდაქმნიან მექანიკურ ენერგიად და შესაბამისად ნაკლებად გამოყოფენ მას გარემოში. დიზელის ძრავები მუშაობენ ჰაერის მჭიდრო შეკუმშვით მცირე წვის სივრცეში, რაც იწვევს საკმარის გაცხელებას აალებისთვის დიზელის ინექციისას (შესხმისას). ბენზინის ძრავა აალებისთვის ეყრდნობა ნაპერწკალს დაბალი კომპრესაციით (შეკუმშვით). დიზელის ძრავის უფრო მაღალი შეკუმშვის კოეფიციენტი ნიშნავს, რომ მას აქვს მაღალი გაფართოების შესაძლებლობა - განსხვავება შეკუმშულ ადგილსა და გახსნილ სივრცეს შორის, როდესაც დგუში (პისტონი) ბოლოში აღწევს. ეს კი უტოლდება უფრო მაღალ ეფექტიანობას. დიზელის ძრავები უდროსელოა ანუ რეგულირდება საწვავით და არა ჰაერით, როგორც ბენზინის ძრავებში სადაც ჰაერის და საწვავის შეფარდება საჭიროა ოპტიმალურ დონეზე იყოს. დიზელის ძრავა მუშაობს გაცილებით მეტი ჰაერით და შეუძლია იმდენი ჰაერი შეიზიდოს, რამდენიც მას სურს, აკონტროლებს ენერგიას მხოლოდ მეტი ან ნაკლები საწვავის შეყვანით. დიზელი გამოყოფს ნაკლებ CO2-ს, რადგან ის უფრო ეფექტიანია და უფრო ნაკლებ საწვავს წვავს, მაგრამ ქმნის აზოტის მეტ ოქსიდს (NOx) წვის პალატაში. აზოტის ოქსიდი NOx წარმოიქმნება მაღალი ტემპერატურის წვის პროცესში, რადგან ჰაერში აზოტი ერწყმის ჟანგბადს, სწორედ ამიტომ დიზელის ძრავი უფრო მეტ აზოტის ოქსიდს წარმოქმნის, რომელიც შემდგომ იწმინდება გამოსაბოლქვი მილამდე SCR-ით (შერჩევითი კატალიზატორის გავლით) და უახლესი დიზელები გამოყოფენ უკიდურესად დაბალ რაოდენობებს NOx-ის (აზოტის ოქსიდს). ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დიზელზე შეიძლება ცუდი გსმენიათ, მაგრამ საწვავის ცოტა მოხმარება შიდა წვის ძრავებს შორის მის მოშორებას გაართულებს. აღსანიშნავია, რომ მერსედესის უახლესი ჰიბრიდი Mercedes-Benz GLE 350de Coupe იყენებს დიზელის ჰიბრიდულ სისტემას და 100 კილომეტრზე მოიხმარს მხოლოდ 1,1 ლიტრ საწვავს, რაც ბენზინის ჰიბრიდებთან შედარებით გაცილებით ეკონომიურია.
#დიზელი #ბენზინი #ძრავი
გამოგვიწერეთ სოციალურ ქსელებში:
http://www.youtube.com/subscription_c...
Twitter:   / laluashvilig  
Facebook:   / giorgilaluashviliofficial

ვიდეოები „Giorgi Laluashvili"-ისგან