არხის მხარდაჭერისთვის შეგიძლიათ გააკეთოთ დონაცია საქართველოს ბანკის მოცემულ ანგარიშზე: GE61BG0000000138099000
#ელექტრო #ელექტრომანქანა #ელექტროავტომობილი მოგესალმებით დღევანდელი ვიდეო შეეხება იმას, თუ რა უნდა გავითვალისწინოთ ელექტრო ავტომობილის შეძენამდე: პირველ რიგში უნდა ვაღიაროთ ის, რომ გვინდა თუ არ გვინდა ავტოინდუსტრიის მომავალი იქნება ელექტრო, რადგანაც ყველა წამყვანი ავტო მწარმოებელი გადავიდა ელექტრო ავტომობილების წარმოებაზე და 2030 წლის პროგნოზით ელექტრო მანქანების გაყიდვა გაასწრებს შიდა წვის ძრავისას, ჩემი აზრით ეს კიდევ უფრო ადრე მოხდება.
მოკლედ რა უნდა გავითვალისწინოთ ელექტრო მანქანის შეძენამდე:
1. არის თუ არა საკმარისი საჯარო სატენი სადგურების რაოდენობა, სამწუხაროდ ელექტრო ავტომობილები ჯერ-ჯერობით საშუალოდ 150-200 კილომეტრს გადიან საუბარი მაქვს მეორად ელექტრო მანქანებზე რომელთაც საქართველოში ჩვენს ბაზარზე ვყიდულობთ (5000-10000$ად) ნისან ლიფი, ვოლკსვაგენ ე-გოლფი, შევროლეტ ბოლტი (ელექტრო), შევროლეტ სპარკი, ფორდ ფოკუსი და სხვა. როგორც გვჩვევია მიუხედავად სატენების ასე თუ ისე ნორმალური რაოდენობისა რაშიც დიდი წვლილი ისფეისს და სხვა კომპანიებს მიუძღვით, ხშირია დამტენებთან რიგი და ზოგიერთს ათვისებული აქვს საჯარო დამტენი გეგონება მისი საკუთრება იყოს დღე და ღამ ტენიან და ტენიან. აუცილებლად ალტერნატივად უნდა გვქონდეს ან ავტოფარეხი ან კერძო სახლი მცირე ეზოთი სადაც დავტენით საკუთარი სატენით რომლის მოწყობაც სწრაფ დამტენად 1000-2000 ლარამდე დაგვიჯდება ან უნდა დავჯერდეთ შედარებით ნელ დატენვას. მე პირადად არ გირჩევთ ეზოს ან ავტოფარეხის არ ქონის შემთხვევაში ელექტრო ავტომობილის შეძენას ამ შემთხვევაში უფრო მიზანშეწონილი იქნება , დატენვადი ჰიბრიდი (შევროლეტ ვოლტი), ჰიბრიდი ან უბრალოდ შიდა წვის ძრავის მქონე მანქანა.
2. მანძლი - გვეყოფა თუ არა 150-200 კილომეტრის გამავლობის ელექტრო ავტომობილი. მეც მსურდა მაგალითისთვის ელექტრო ავტომობილის შეძენა თუნდაც ეკოლოგიაზე ზრუნვის გამო ვაპირებდი ნისან ლიფის, ვოლკსვაგენ გოლფის ელექტრო ვერსიის ან ფორდ ფოკუსის ელექტრო ვერსიის ყიდვას მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ კორპუსში ვცხოვრობ არ მაქვს ავტოფარეხი ან ეზო, მიწევს დაახლოებით 200 კილომეტრის გავლა ჩემს სოფლამდე და მეზარება სწრაფ დამტენზე თუნდაც 30 წუთი ლოდინი გადავწყვიტე ჰიბრიდის შეძენა. ლაპარაკი მაქვს 2018-2019 წლებზე დღეს ალბათ შევიძენდი რადგანაც დამტენი სადგურების რაოდენობა საგრძნობლად გაზრდილია და უფრო მეტი არჩევანია.
3. ბატარეის მდგომარეობა - მაგალითისთვის ნისან ლიფს აქვს პასიური გაგრილება, რაც გულისხმობს იმას, რომ ბატარეები გრილდება გადაადგილებისას ჰაერის დახმარებით და ამის გამო სხვა ფრეონის გაგრილების მქონე ელექტრო ავტომობილების ბატარეები გაცილებით ნელა კარგავს რესურსს დაახლოებით 1-2% წელიწადში, ნისან ლიფის შემთხვევაში კი ეს 5-10%ია ყოველწლიურად ამიტომაც ეგრედწოდებული კუბიკების რაოდენობა რომლის მაქსიმუმი 12-ია მეორადის შეძენისას 7-8 და ადგილობრივ ბაზარზე ჩვენთან საქართველოში პროგრამულად 10-11ზე აყენებენ რეალურად კი 6-ზეა ესეთი მაქინაციებიც ხშირია და სარისკო, ამიტომ აუცილებლად უნდა შევიძინოთ ფრეონის გაგრილების მქონე ბატარეებზე მომუშავე ავტომობილი. (ნისან ლიფის შემთხვევაში მეორადი ბატარეების გამოცვლა 3000-5000 ლარამდე დაგვიჯდება)
4. აკმაყოფილებს თუ არა ჩვენს სხვა მოთხოვნილებებს - აქვს თუ არა საკმარისი ფართი თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის, აღჭურვილია თუ არა შესაბამისად: პარკირების სენსორი, კამერა, სენსორული ეკრანი და სხვა.
5. რა დაგვიჯდება დაზღვევა? საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე ელექტრო ავტომობილის დაზღვევა რა ჯდება ნამდვილად საკითხვია, მაგრამ ზოგადად სხვა ქვეყნებში საშუალოდ 21%-ით ძვირია ვიდრე შდა წვის ძრავიანის დაზღვევა, რადგანაც ბატარეები ძვირადღირებულია.
6. უნდა ვიყოლიოთ თუ არა შიდა წვის ძრავის ავტომობილი რეზერვად? თუ ხშირად გვიწევს ქალაქ გარეთ გასვლა და არ გვსურს გზად ელექტრო მანქანის დატენვა, შესაძლებელია ასევე განვიხილოთ 2 ავტომობილის ყოლა ელექტრო ქალაქისთვის გეყოლებათ, შიდა წვის ძრავიანი ან ჰიბრიდი კი შორს მგზავრობისთვის.
7. მეორადი შევიძინოთ თუ ახალი? ახლის შეძენა უფრო ძვირი დაგვიჯდება მაგრამ ახალ მოდელს შევიძენთ სადაც ერთ დატენვაზე 250+ კილომეტრის გავლა თავისუფლად შეგვეძლება, მაგრამ მე უფრო გირჩევთ მეორადის მცირე დაზიანებით შეძენას რადგანაც ახალი ავტომობილი პირველი წლის შემდეგ ფასს ყველაზე მეტად კარგავს და ფაქტიურად ნახევრდება თან ახლის ფასად მეორადის შეძენით შეგვეძლება დაზოგილი თანხით სწრაფ დამტენის ან სოლარ პანელის ანუ მზის ენერგიაზე სატენი სადგურის გაკეთება საკუთარ ეზოში ან ავტოფარეხში.
8.ელექტრო მანქანის შემდგომი გაყიდვის ფასი - როგორც გითხარით სწორედ ამიტომ გირჩევთ მეორადი რამდენიმე წლის ელექტრო ავტომობილის ყიდვას, რადგანაც ახალი მის ფასს მალე დაკარგავს და შემდგომი გაყიდვისას საკმაო ზარალში იქნებით.
მადლობთ ყურადღებისთვის თუ მოგეწონათ ვიდეო აუცილებლად დააწექით ლაიქ ღილაკს, გამოიწერეთ არხი, დააკომენტარეთ და გამოგვიწერეთ სოციალურ ქსელებში.
http://www.youtube.com/subscription_c...
/ giolaluashviliofficial
/ g.laluashvili