ზუგდიდის პროკურატურასთან აქციაზე მამაკაცმა დანით თვითდაზიანებები მიიყენა

18.04.2019 01:03

ზუგდიდის რაიონული პროკურატურის წინ მიმდინარე აქციაზე მამაკაცმა დანით სხეულზე თვითდაზიანებები მიიყენა. ის საავამდყოფოში ამ წუთებში გადაჰყავთ. ის 22 წლის მირიან მარკელიას მამაა, რომელიც, როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, უკვე სამი თვეა, წინასწარ პატიმრობაშია. საუბარია მეზობლებს შორის მომხდარ კონფლიქტზე. ოჯახის წევრები და ახლობლები ამტკიცებენ, რომ კონფლიქტის დროს არავინ დაშავებულა და მის გათავისუფლებას მოითხოვენ. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter: https://twitter.com/Atinati1059 Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...

გაზიარება: