ინფრასტრუქტურის 10 წლიანი გეგმა


გზები, წყალმომარაგება, ინფრასტრუქტურა, მთის დასახლებების განვითარება - მომდევნო 10 წლის განმავლობაში რეგიონებში 31 მილიარდი ლარის დახარჯვა იგეგმება.

რეგიონული განვითარების მინისტრმა 10-წლიანი გეგმა წარადგინა. 2030 წლისთვის უწყება ყველა მაგისტრალური გზის მშენებლობის დასრულებას, ოთხ წელიწადში კი ყველა რეგიონის 24-საათიან წყალმომარაგებას აანონსებს. გეგმის მიხედვით, სამ წელიწადში უნდა დასრულდეს რიკოთის გზის სამშენებლო სამუშაოები, შედეგად თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის დრო სამი ან სამსაათნახევარი იქნება. მიმდინარე წელს კი საჩხერე-რაჭის, ხულო-ზარზმის და ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი საგზაო მონაკვეთების დასრულება იგეგმება. 10-წლიანი გეგმა ახალი ნაგავსაყრელების მოწყობას და 2030 წლისთვის ყველა ძველი ნაგავსაყრელის დახურვასაც გულისხმობს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან