დავით ბეჟუაშვილის კომპანიას უკრაინაში ხერსონის პორტი 30 წლიანი მართვის უფლებით გადაეცა
02/17/2020
Georgian Industrial Group-ის
მიერ
უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ჩატარებულ ტენდერში ქართულ-შვეიცარულმა კომპანიამ - LLC RISOIL-KHERSON გაიმარჯვა, რომლის მესაკუთრეები არიან შპს „საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფთან“ აფილირებული კომპანია Petrol Oil and Chemicals” და შვეიცარული კომპანია Rissoil S.A. პრეზენტაციაზე გრძელვადიანი გეგმისა და პორტის განვითარების ხედვის შესახებ „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ დამფუძნებელმა დავით ბეჟუაშვილმა ისაუბრა. ინვესტორი კომპანია პორტის განვითარებაში 15 მლნ დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს და „ხერსონის“ ინფრასტრუქტურის მოწყობა- განვითარებაზეც იღებს ვალდებულებას.
დავით ბეჟუაშვილის განცხადებით, უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ჩატარებულმა კონსესიურმა კონკურსმა კომპანია დაარწმუნა, რომ ქვეყანაში გამჭვირვალე ბიზნესის კეთება შესაძლებელია.#ხერსონისპორტი #დავითბეჟუაშვილი #უკრაინა #საქართველოსინდუსტრიულიჯგუფი #Rissoil S.A