თავისუფალი ეკონომიკური ზონების გავლენა საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე - ვეფხია გიორგაძე
#ვეფხია #გიორგაძე: პირადად მე, საქართველოსთვის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განვითარებას მივესალმები. ჩვენთვის ეს ნამდვილად საჭიროა, რადგან ქვეყანას არ შეუძლია მთელი ქვეყნის მასშტაბით ინფრასტრუქტურის მოწყობა, გვყავს ნაკლებად კვალიფიციური მუშახელი და ა.შ. აქ პატარა ტერიტორიაზე აქვს იმის რესურსი, რომ მოაწყოს შესაბამისი პირობები და შემდეგ, როცა ქვეყანას ამის საშუალება ექნება, ანალოგიური შეღავათები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გავრცელდეს. - #ვეფხია #გიორგაძე: ჩვენნაირი განვითარებადი ქვეყნისთვის თიზ-ები არის კარგი საშუალება იმისა, რომ მოვიზიდოთ კაპიტალი, მოხდეს ნოუჰაუების შემოტანა და, რა თქმა უნდა, მისი გავრცელება მთელ ქვეყანაში. ასეთ ზონებს სჭირდება კვალიფიციური მუშახელი და ამაში დიდი წვლილი უნდა შეიტანოს თვითონ ქვეყანამ. ანუ მოზიდულ ყოველ 1 $-ზე თვითონ სახელმწიფომ 4$-იანი ინვესტიცია უნდა განახორციელოს. შესაბამისად, ეს გვაძლევს იმ რეგიონში დასაქმების ზრდას. ის საწარმოები, ის ფირმები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე არიან და შეღავათებით ვერ სარგებლობენ, ასეთ თიზ-ებში იპოვიან შვებას. რას გვაძლევს საერთოდ თიზ-ი, ეს არის გადასახადის ლიბერალიზაცია და ეხება მოგების გადასახადს, დამატებითი ღირებულების გადასახადს, ქონების გადასახადს, იმპორტის გადასახადს და დივიდენდის გადასახადს. თიზ-ების არსებობას, რა თქმა უნდა, აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, მაგრამ საბოლოო ჯამში ვფიქრობ, რომ ეს წაადგება ქვეყანას. - #ვეფხია #გიორგაძე: მიმზიდველობა ნამდვილად არ აკლია ჩვენს თიზ-ებს, მაგრამ აქ არის რიგი ხარვეზებიც, უნდა ჩაიწეროს კანონში ვადების შესახებ, რომ ინვესტორმა თავი იგრძნოს სტაბილურად. რაც შეეხება გასაღების ბაზარს, ეს ბაზარი საქართველოს ბაზარი ვერასოდეს ვერ იქნება, მაგრამ აქ გათვლა არის პლატცდარმზე. - #ვეფხია #გიორგაძე: როგორც უკვე ვთქვით, ჯერჯერობით ვერ ამართლებს, იმის გამო, რომ სახელმწიფო შესაბამისად ხელს ვერ უწყობს ინფრასტრუქტურის და ა.შ. განვითარებას. ისიც, რომ ჩვენი იურისდიქცია ვერ ვრცელდება მთელ ტერიტორიაზე, იწვევს გარკვეულ პრობლემებს. ირანის მაგალითზე რომ ვიმსჯელოთ, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთის მხრიდან სანქციები აქვს დაწესებული თავად ამერიკელები დებენ ინვესტიციებს, რადგან იქ აქვთ მოქნილი კანონმდებლობა, გაწერილია 20 წლიანი პერიოდი თიზების პირობებით სარგებლობის და ა.შ. ჩვენგან „სოსიეტე ჟენერალის" გასვლა არის ძალიან ცუდი, რადგან ის არის საერთაშორისო მოთამაშე და თავად დიდი ფულის მქონე ინვესტორები უყურებენ ამას. დღეს ეს ბანკი აღარ გვაქვს. მოკლედ, მთელი რიგი ხარვეზებია, რომლის აღმოფხვრის შემდეგ შესაძლებელია, თავისუფალმა ინდუსტრიულმა ზონებმა იმუშაოს, რა თქმა უნდა, პლაცდარმის თემაც წინ წამოსაწევია. პროფესიონალები ირაკლი მაკალათიასთან 19 10 2016
Vepkhia Giorgadze-ის სხვა ვიდეოები
31:00
თავისუფალი ეკონომიკური ზონების გავლენა საქართველოს...
48:51
საპენსიო რეფორმა ვეფხია გიორგაძე
08:34
მიწის რეფორმა - ვეფხია გიორგაძე
07:48
როგორ უნდა განვითარდეს გურჯაანის რაიონში ტურიზმი?-...
22:08
არის გზა იმპორტირებული პროდუქტი არ გაძვირდეს
08:38
ყოველი პოლიტიკა უნდა გამომდინარეობდეს მოქალაქის ინ...
14:29
სახელმწიფო ქონების უფასო პრივატიზაცია ვეფხია გიორგ...
05:30
ფარმაცევტული ბაზარი ვეფხია გიორგაძე
მსგავსი ვიდეოები
პროფესიონალები ირაკლი მაკალათიასთან ერთად 19.10.2016
Epec Conference
რუსთავში თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ იმსჯელეს
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
აფხაზების ახალი ინიციატივა - ოჩამჩირე თავისუფალი ეკონომიკური...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რა სარგებლობას მოუტანს თავისუფალი ეკონომიკური ზონა ქუთაისს
Rioni.TV
ანაკლიაში სასწავლო ცენტრი გაიხსნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მიხეილ სააკაშვილი
Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил
„ქართული ოცნების“ დელეგაციის ვიზიტი ჩინეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრემიერის ვიზიტი უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster