საქართველოს პროკურატურამ დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარუდგინა. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თ.გ.-მ და ე.დ.-მ სხვა პირებთან ერთად, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, ხ.ჯ.-ს ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება და სოფლის მოსახლეობის წინაშე დამცირება გადაწყვიტეს. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2014 წლის 16 სექტემბერს, საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში, ბრალდებულებმა, ხ.ჯ. ავტომანქანიდან ძალის გამოყენებით გადმოიყვანეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ამის შემდეგ, მოსახლეობის წინაშე დამცირების განზრახვით, ბრალდებულებმა დაზარალებულს თავისუფლება აღუკვეთეს, მისი ნების საწინააღმდეგოდ ავტომანქანაში ჩასვეს და სოფელის ცენტრში მიიყვანეს. ბრალდებულები, ხ.ჯ.-ს, სოფლის მოსახლეობის თანდასწრებით, დამამცირებელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ და აცხადებდნენ, რომ ქალისთვის შეუფერებელი საქციელის გამო, იგი უნდა დასჯილიყო. ისინი მოქმედებდნენ გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით და მიაჩნდათ, რომ დაზარალებულზე, როგორც ქალის ნებაზე ზემოქმედების და მისი ბედის განკარგვის უფლება ჰქონდათ. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების ქმედებამ დაზარალებულის მორალური ტანჯვა გამოიწვია, რის შედეგადაც, მან 2014 წლის 18 სექტემბერს თავი მოიკლა. ორივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე ტერცია მუხლის მეორე ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით (დამამცირებელი მოპყრობა, ჩადენილი ჯგუფურად და სქესის ნიშნით ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ოთხიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ორივე ბრალდებულს სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახედ შეეფარდა პატიმრობა. აქვე, საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მოცემულ საქმეზე 2022 წლის 27 აპრილს სამ პირს წარედგინა ბრალდება 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) და 144-ე ტერცია მუხლის მეორე ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით (დამამცირებელი მოპყრობა, ჩადენილი ჯგუფურად და სქესის ნიშნით ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევით) გათვალისწინებული დანაშაულისათვის. სამივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახედ უკვე შეფარდებული აქვს პატიმრობა. https://pog.gov.ge/news/saqarTvelos-p...
საქართველოს პროკურატურა-ის სხვა ვიდეოები
სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამ...
პროკურატურამ "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგოდ გამა...
გადაადგილების ტრაექტორია
ბრიფინგი საქართველოს გენერალურ პროკურატურაში
02:40
პროკურატურამ ორი ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ განაჩ...
02:00
პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზ...
01:18
პროკურორი ხათუნა კუსრაშვილი
01:09
ნ.ზ.-ს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გა...
მსგავსი ვიდეოები
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სას...
საქართველოს პროკურატურა
2012 წლის ოქტომბრამდე პერიოდში პატიმართა მიმართ დამამცირებელ...
საქართველოს პროკურატურა
ე.წ. „2012 წლის ციხის კადრების“ საქმეზე ზ.ა. და დ.ჭ. დამნაშა...
საქართველოს პროკურატურა
ციხის კადრების“ საქმეზე ზურაბ ადეიშვილი და დავით ჭაკუა დამნა...
MULTIMEDIA GE
გლდანის ციხის ყოფილ თანამშრომელს, ჯგუფურად, პატიმრების მიმარ...
MULTIMEDIA GE
ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო
საქართველოს პროკურატურა
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ორ ბრალდებულს აღკვეთი...
საქართველოს პროკურატურა
პატიმრის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ბრალდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster