პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ორ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ყვარლის მუნიციპალიტეტში მომხდარი ძალადობის, ძარცვის, გამოძალვის, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე ორ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ საქართველოს პროკურატურამ ყვარლის მუნიციპალიტეტში მომხდარი ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის დაზიანების, ძარცვის, გამოძალვის, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 24 ივნისს, ყვარლის რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ტყეში, ძალადობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ე.ჯ.-მ და არასრულწლოვანმა მ.რ.-მ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და სცემეს 68 წლის დაზარალებულს, რა დროსაც გასტაცეს თანხა. ასევე ბრალდებულები აიძულებდნენ დაზარალებულს მისი პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით კონკრეტული ქმედებების განხორციელებას და მათ მიერ განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტი მობილური ტელეფონით გადაიღეს. შემდეგ კი გადაღებული მასალის გავრცელების მუქარით რამდენიმე დღის ვადაში მათთვის კონკრეტული თანხის გადაცემა მოსთხოვეს. ვრცლად: https://pog.gov.ge/news/prokuraturis-...
საქართველოს პროკურატურა-ის სხვა ვიდეოები
სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამ...
პროკურატურამ "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგოდ გამა...
გადაადგილების ტრაექტორია
ბრიფინგი საქართველოს გენერალურ პროკურატურაში
02:40
პროკურატურამ ორი ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ განაჩ...
02:00
პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზ...
01:18
პროკურორი ხათუნა კუსრაშვილი
01:09
ნ.ზ.-ს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გა...
მსგავსი ვიდეოები
,,ქურდული სამყაროს“ წევრობისა და ,,ქურდული სამყაროსთვის“ მიმ...
საქართველოს პროკურატურა
კომპანია “მელაძის” მფლობელი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურა...
საქართველოს პროკურატურა
პროკურატურამ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურორის ყ...
საქართველოს პროკურატურა
ჯარისკაცების ღირსების შელახვის საქმეზე დაკავებულებს 5 და 6 წ...
MULTIMEDIA GE
საფრანგეთიდან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულების...
საქართველოს პროკურატურა
უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ყოფილი მსჯავრდებულების...
საქართველოს პროკურატურა
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, კიდევ ორი ყოფილი მსჯა...
საქართველოს პროკურატურა