,,ქურდული სამყაროს“ წევრობისა და ,,ქურდული სამყაროსთვის“ მიმართვისთვის 5 პირს ბრალდება წარედგინა
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, ,,ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის და ,,ქურდული სამყაროსთვის“ მიმართვის ფაქტებზე 5 პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ფინანსური დავის ,,ქურდული გარჩევით“ მოგვარების მიზნით, ბრალდებულებიდან ორმა “ქურდული სამყაროს“ წევრებს მიმართა,ხოლო სამი ბრალდებული ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში აქტიურად მონაწილეობდნენ და თავიანთი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით, მოდავე მხარეებს შორის ,,ქურდულ გარჩევებს“ აწყობდნენ, მათ შორის ერთ-ერთ ზემოაღნიშნულ მოდავე პირს კონკრეტული თანხის გადახდა მოსთხოვეს. სამ ბრალდებულს, ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ წევრობა) წარედგინა,რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო ორ პირს ბრალდება სსკ-ის 2234-ე მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროსთვის“ მიმართვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ხუთივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. https://pog.gov.ge/news/prokuraturam-...
საქართველოს პროკურატურა-ის სხვა ვიდეოები
სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამ...
პროკურატურამ "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგოდ გამა...
გადაადგილების ტრაექტორია
ბრიფინგი საქართველოს გენერალურ პროკურატურაში
02:40
პროკურატურამ ორი ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ განაჩ...
02:00
პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზ...
01:18
პროკურორი ხათუნა კუსრაშვილი
01:09
ნ.ზ.-ს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გა...
მსგავსი ვიდეოები
,,ქურდული სამყაროს“ წევრობა და ,,ქურდული სამყაროსთვის“ მიმარ...
TV IMEDI
„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვი...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეო...
საქართველოს პროკურატურა
'ქურდული სამყაროს' წევრობის და 'ქურდული სამყაროს' წევრისთვის...
საქართველოს პროკურატურა
შსს-მ „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და ჯგუფური გამოძალვის ბრა...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებულია ექვსი პირი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შსს-მ „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით 2 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრო
კანონიერი ქურდების დაკავების ოპერაცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster