ხმა ქართველი ქალისა / #8მარტი / სამეფო უბნის თეატრი

03/08/2021

► „ხმა ქართველი ქალისა“ - 1917-1918 წლებში, ქუთაისში საზოგადო მოღვაწე, კატო მიქელაძე გამოსცემდა ფემინისტურ გაზეთს. კატო თავის პუბლიცისტიკაში მოურიდებლად ამხელდა ქალთა მიმართ ძალადობას, მათ პოლიტიკური უუფლებობას, უთანასწორობასა და უსამართლობას; მოუწოდებდა საზოგადოებას სოლიდარობისა და გაერთიანებისაკენ.

► „მიქელაძეს არცერთი დასავლური იდეა ბრმად არ გადმოუტანია საქართველოს სინამდვილეზე, არამედ სიღრმისეული ანალიზის საფუძველზე ის ეფექტურად არგებდა უნივერსალურ ფემინისტურ ღირებულებებს ადგილობრივ კონტექსტს, რომელსაც ძალიან კარგად იცნობდა და ითვალისწინებდა.“ თამთა მელაშვილი

► სამეფო უბნის თეატრი წარმოგიდგენთ ვიდეოპროექტს - 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს აღვნიშნავთ კატო მიქელაძის გაბედული და ცოცხალი ტექსტებით.

დასაწყისი: 8 მარტი / 22:00
მისამართი:    / royaldistricttheatre  
www.facebook.com/RoyalDistrictTheatre

დაფინანსებულია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს, გოეთეს ინსტიტუტისა და სხვა პარტნიორების \"საერთაშორისო დახმარების ფონდის\" მიერ: www.goethe.de/relieffund
Goethe-Institut Georgien