პრეზიდენტის ინტერვიუ უცხოურ მედიასთან - გამოხმაურება

18.04.2024 02:32

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პარლამენტში დაბრუნებას კიდევ ერთხელ აკრიტიკებს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილმა კანონპროექტის შესახებ რამდენიმე უცხოურ მედიასთან, მათ შორის „ბიბისისთან“ ისაუბრა. მისი თქმით, „მესამე სექტორთან დაკავშირებით ყველაფერი გამჭვირვალეა, გაუმჭვირვალეა მხოლოდ კორუფცია ხელისუფლების მაღალ დონეზე“. „ბიბისის“ ჟურნალისტის კითხვას, დაადებს თუ არა კანონპროექტს ვეტოს, ზურაბიშვილმა დადებითი პასუხი გასცა და თქვა, რომ მის მიერ დადებული ვეტო ხალხის ხმა იქნება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: