მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილის მორიგი ინტერვიუ უცხოურ გამოცემასთან - ყოფილი პრეზიდენტი გერმანული შპიგელის შეკითხვებს „ვივამედის“ პალატიდან პასუხობს. სააკაშვილი არ გამორიცხავს, რომ იმ ხალხის ნაწილი, რომელმაც მისი საქართველოში დაბრუნება დაგეგმა, რუსეთის მიერ ჩანერგილი აგენტები იყვნენ. პრეზიდენტი პუტინი, მისი წინამორბედი დიმიტრი მედვედევი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ლავროვი არა მხოლოდ ჩემი ფიზიკური განადგურებისკენ მოუწოდებენ, არამედ მოითხოვდნენ ჩემს დაპატიმრებასა და გასამართლებას საქართველოში, აცხადებს ყოფილი პრეზიდენტი და ასევე ამბობს, რომ საქართველოში დასაბრუნებლად ცუდი დრო იყო შერჩეული, კერძოდ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებამდე. შეკითხვაზე, მიიჩნევს თუ არა საკუთარ თავს ალექსეი ნავალნის ქართველ ანალოგად, მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ მათ მოწამვლის საშინელი გამოცდილება აკავშირებთ. ამასთან, ყოფილი პრეზიდენტი მისი მმართველობის ათწლიან პერიოდს აჯამებს და ინტერვიუში ამბობს, რომ სამწუხარო იყო გირგვლიანის შემთხვევა და ნანობს, რომ მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი თანამდებობიდან არ გაათავისუფლა. სამომავლო გეგმებზე საუბრისას კი ექსპრეზიდენტი „შპიგელთან“ აღნიშნავს, რომ „თუ გადარჩება, თავის მომავალს უკრაინაში ხედავს“. როგორც გერმანული გამოცემა წერს, მიხეილ სააკაშვილმა შეკითხვებს წერილობით ინგლისურად უპასუხა, რომლებიც მათ გიული ალასანიამ გადასცა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ
TV IMEDI
მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ | მთავარი აქცენტები
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ დღეს საღამოს 10 საათზე ტელეკომპა...
Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил
მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ ტელეკომპანია Fox-თან
Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил
მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ დღის სტუმარში | სრული ვერსია
მთავარი არხი • Mtavari Arkhi