მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ
შიდაპარტიულ არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე გერმანული გამოცემა „შპიგელი“ მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ის გირგვლიანის საქმეს სამწუხარო შემთხვევად მოიხსენიებს, ამბობს, რომ გირგვლიანის შემთხვევა, არაობიექტურად შუქდებოდა და ნანობს, რომ შს მინისტრი მაშინ არ გაათავისუფლა. გარდა ამისა, „შპიგელთან“ ინტერვიუში სააკაშვილი არ გამორიცხავს, რომ ზოგიერთი მათ შორის, ვინც 2021 წლის ოქტომბერში საქართველოში მის დაბრუნებას გეგმავდა, რუსეთის ჩანერგილი აგენტი იყო. ინტერვიუმ ფაქტია, ინტერპრეტირებისთვის სივრცე დატოვა, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ ცალკეული ლიდერების მხრიდან მწვავე და შეურაცხმყოფელი გამოხმაურებები მოჰყვა, პარტიაში პოლიტიკური დუღილის ტემპერატურამ მნიშვნელოვნად აიწია, ვანო მერაბიშვილმა ვრცელი სტატუსი გამოაქვეყნა, თუმცა მელიას გუნდიდან ბაჩო დოლიძისთვის გაუგებარია, რატომ ხდება მერაბიშვილის დაცვა ამ სტატიასთან დაკავშირებით ან რატომ უკავშირებს თავად მერაბიშვილი სააკაშვილის ინტერვიუს საკუთარ თავს. როგორც გერმანული გამოცემა წერს, მიხეილ სააკაშვილმა შეკითხვებს „ვივამედიდან“ წერილობით ინგლისურად უპასუხა, პასუხები „შპიგელს“ მისმა დედამ, გიული ალასანიამ გადასცა. კიდევ რა უთხრა სააკაშვილმა „შპიგელს“ - შეცდომების აღიარება თუ პოლიტიკური სტრატეგია - სალომე ქოქიაშვილი გვეტყვის გაცილებით მეტს გერმანულ გამოცემაში გამოქვეყნებულ ინტერვიუსა და გამოხმაურებებზე: ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ
TV IMEDI
მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ | მთავარი აქცენტები
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ დღეს საღამოს 10 საათზე ტელეკომპა...
Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил
მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ ტელეკომპანია Fox-თან
Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил
მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ დღის სტუმარში | სრული ვერსია
მთავარი არხი • Mtavari Arkhi