მიხეილ სააკაშვილის მორიგი ინტერვიუ უცხოურ გამოცემასთან - ყოფილი პრეზიდენტი გერმანული შპიგელის შეკითხვებს „ვივამედის“ პალატიდან პასუხობს. სააკაშვილი არ გამორიცხავს, რომ იმ ხალხის ნაწილი, რომელმაც მისი საქართველოში დაბრუნება დაგეგმა, რუსეთის მიერ ჩანერგილი აგენტები იყვნენ. პრეზიდენტი პუტინი, მისი წინამორბედი დიმიტრი მედვედევი და საგარეო მინისტრი, ლავროვი არა მხოლოდ ჩემი ფიზიკური განადგურებისკენ მოუწოდებენ, არამედ მოითხოვდნენ ჩემს დაპატიმრებასა და გასამართლებას საქართველოში, აცხადებს ყოფილი პრეზიდენტი და ასევე ამბობს, რომ საქართველოში დასაბრუნებლად ცუდი დრო იყო შერჩეული, კერძოდ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებამდე.
შეკითხვაზე, მიიჩნევს თუ არა საკუთარ თავს ალექსეი ნავალნის ქართველ ანალოგად, მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ მათ მოწამვლის საშინელი გამოცდილება აკავშირებთ. ამასთან, ყოფილი პრეზიდენტი მისი მმართველობის ათწლიან პერიოდს აჯამებს და ინტერვიუში ამბობს, რომ სამწუხარო იყო გირგვლიანის შემთხვევა და ნანობს, რომ მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი თანამდებობიდან არ გაათავისუფლა.
სამომავლო გეგმებზე საუბრისას კი ექსპრეზიდენტი „შპიგელთან“ აღნიშნავს, რომ „თუ გადარჩება, თავის მომავალს უკრაინაში ხედავს“. როგორც გერმანული გამოცემა წერს, მიხეილ სააკაშვილმა შეკითხვებს წერილობით ინგლისურად უპასუხა, რომლებიც მათ გიული ალასანიამ გადასცა.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.