2023 წელს საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა გახდა
2023 წელი საქართველოსთვის ისტორიული მნიშვნელობის აღმოჩნდა. მრავალწლიანი მოლოდინის შემდეგ 14 დეკემბერს ბრიუსელში მიღებულმა გადაწყვეტილებამ ყველა მოვლენა და ფაქტი გადაფარა. საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი გახდა. ევროპის 27 ქვეყნის ლიდერთა ერთსულოვანი მხარდაჭერა და თაობების ახდენილი ოცნება - ევროინტეგრაციის გზაზე გარდამტეხი ეტაპი დაიწყო. 2024 წლის ნაცვლად 2022 წელს წარდგენილ განაცხადს წელიწადნახევრიანი რთული გზის შემდეგ ევროპულმა საბჭომ მწვანე შუქი აუნთო. კანდიდატის სტატუსმა ყველა სფეროში ახალ შესაძლებლობებს გაუხსნა გზა და ევროპულ ბაზრებსა და ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა გაზარდა. ახლა ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყებას ელოდება, რისთვისაც ახალი, ცხრაპუნქტიანი დავალებაა შესასრულებელი. ამ დრომდე უცნობია, მოახერხებენ თუ არა ხელისუფლება და ოპოზიცია ახალ საშინაო დავალებაზე ერთობლივ მუშაობას - 2022 წლის ივნისში, როდესაც საქართველომ კანდიდატის სტატუსის ნაცვლად, ევროპული პერსპექტივა მიიღო, პოლიტიკური სუბიექტები ურთიერთბრალდებების რეჟიმში გადავიდნენ და ინკლუზიური სამუშაო პროცესი ვერ უზრუნველყვეს. პოლიტიკური აქტორები შეთანხმებას ვერც ახლა ახერხებენ, შესაბამისად კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რა ვადაში შესრულდება ცხრა პუნქტი და როდის გაიხსნება მოლაპარაკებები. მმართველი გუნდი, რომელიც ოპოზიციასთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს, დარწმუნებულია, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს 2024 წლის ბოლოდან დაიწყებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
რიგგარეშე არჩევნების საკითხი ოპოზიციის პოლიტიკურ დღის წესრიგ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რიგგარეშე არჩევნების საკითხი ოპოზიციის პოლიტიკურ დღის წესრიგ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროკავშირში განაცხადების განხილვა დაიწყო
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროკომისიის ანგარიში - პოლიტიკური შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შალვა პაპუაშვილის მიმართვა ევროპარლამენტის პრეზიდენტს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროკომისიის დადებითი ანგარიში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროკავშირში დაჩქარებული წესით მიღების მოთხოვნაზე პრემიერმა...
MULTIMEDIA GE
საქართველოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster