რიგგარეშე არჩევნების საკითხი ოპოზიციის პოლიტიკურ დღის წესრიგში კიდევ ერთხელ გააქტიურდა
რიგგარეშე არჩევნების საკითხი ოპოზიციის პოლიტიკურ დღის წესრიგში კიდევ ერთხელ გააქტიურდა. ოპოზიციის ნაწილის, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ აზრით, თუ საქართველო წელს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ვერ მიიღებს და ქვეყანა ამ ისტორიულ შანსს ხელიდან გაუშვებს, ქართულ საზოგადოებას და ოპოზიციას რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნის ლეგიტიმური საფუძველი ექნება. თუმცა ამ საკითხში ოპოზიცია ერთიანი არ არის. ხელისუფლების ოპონენტთა მეორე ნაწილის შეფასებით, რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა არასერიოზულია და შერეული სისტემით არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, ოპოზიცია მისთვის სასურველ შედეგს ვერ მიიღებს. ამიტომ ისინი კოლეგებს ურჩევენ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის კარგად მოემზადონ. ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საჭიროებას ვერ ხედავენ მმართველ გუნდში. როგორც „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, ოპოზიციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ სურს და ევროინტეგრაციის საკითხს ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, მომდევნო საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის შემოდგომაზე სრულად პროპორციული სისტემით და 5% საარჩევნო ბარიერით უნდა ჩატარდეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
რიგგარეშე არჩევნების საკითხი ოპოზიციის პოლიტიკურ დღის წესრიგ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების საკითხი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოპოზიცია სამოქმედო გეგმაზე ვერ თანხმდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოპოზიციის გეგმები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბრექსითის ბუნდოვანი მომავალი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თვითმმართველობის არჩევნები თუ მზადება საპარლამენტო არჩევნები...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
არჩევნების შედეგები და პოლიტიკური შეფასება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster