რიგგარეშე არჩევნების საკითხი ოპოზიციის პოლიტიკურ დღის წესრიგში კიდევ ერთხელ გააქტიურდა

29.04.2023 03:30

რიგგარეშე არჩევნების საკითხი ოპოზიციის პოლიტიკურ დღის წესრიგში კიდევ ერთხელ გააქტიურდა. ოპოზიციის ნაწილის, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ აზრით, თუ საქართველო წელს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ვერ მიიღებს და ქვეყანა ამ ისტორიულ შანსს ხელიდან გაუშვებს, ქართულ საზოგადოებას და ოპოზიციას რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნის ლეგიტიმური საფუძველი ექნება. თუმცა ამ საკითხში ოპოზიცია ერთიანი არ არის. ხელისუფლების ოპონენტთა მეორე ნაწილის შეფასებით, რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა არასერიოზულია და შერეული სისტემით არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, ოპოზიცია მისთვის სასურველ შედეგს ვერ მიიღებს. ამიტომ ისინი კოლეგებს ურჩევენ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის კარგად მოემზადონ. ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საჭიროებას ვერ ხედავენ მმართველ გუნდში. როგორც „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, ოპოზიციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ სურს და ევროინტეგრაციის საკითხს ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, მომდევნო საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის შემოდგომაზე სრულად პროპორციული სისტემით და 5% საარჩევნო ბარიერით უნდა ჩატარდეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

რიგგარეშე არჩევნების საკითხი ოპოზიციის პოლიტიკურ დღის წესრიგში კიდევ ერთხელ გააქტიურდა
02:55

რიგგარეშე არჩევნების საკითხი ოპოზიციის პოლიტიკურ დღის წესრიგ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების საკითხი
03:38

ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების საკითხი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ოპოზიცია სამოქმედო გეგმაზე ვერ თანხმდება
08:30

ოპოზიცია სამოქმედო გეგმაზე ვერ თანხმდება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ოპოზიციის გეგმები
03:23

ოპოზიციის გეგმები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ბრექსითის ბუნდოვანი მომავალი
04:06

ბრექსითის ბუნდოვანი მომავალი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის
02:44

მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

თვითმმართველობის არჩევნები თუ მზადება საპარლამენტო არჩევნებისთვის - „აქტუალური შაბათი“
05:23

თვითმმართველობის არჩევნები თუ მზადება საპარლამენტო არჩევნები...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

არჩევნების შედეგები და პოლიტიკური შეფასება
06:29

არჩევნების შედეგები და პოლიტიკური შეფასება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო