ევროკავშირში დაჩქარებული წესით მიღების მოთხოვნაზე პრემიერმა ხელი მოაწერა

03.03.2022 05:45

მჯერა ევროკავშირში ინტეგრაციის გზას ჩვენ ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებთან ერთად გავივლით და მათთან ერთად ავაშენებთ ერთიან ევროპულ, ძლიერ სახელმწიფოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის განაცხადზე ხელის მოწერისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საკუთარი ათასწლოვანი კულტურითა და ისტორიით ამაყი ქართველი ერი მუდამ იყო ევროპაზე ორიენტირებული, მისი ღირებულებების ერთგული. “შეუქცევადი სწრაფვა ევროპული დემოკრატიის მშენებლობისა და შესაბამისად ევროკავშირის წევრობისკენ საქართველოს გამთლიანებისკენ გადადგმული ნაბიჯია, მჯერა ევროკავშირში ინტეგრაციის გზას ჩვენ ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებთან ერთად გავივლით და მათთან ერთად ავაშენებთ ერთიან ევროპულ, ძლიერ სახელმწიფოს. ზოგჯერ ევროპაში უჩნდებათ კითხვა: არის თუ არა საქართველო ევროპული კულტურის ქვეყანა. თუმცა, ამ კითხვაზე პასუხი საქართველოში ყველასთვის ცხადია. საქართველო ერთ-ერთი უძველესი ქვეყანაა. ფრანგი მოაზროვნის, პოლ ვალერის, დეფინიციის მიხედვით, თუ რომელი ქვეყანა შეიძლება განიხილებოდეს ევროპული სივრცის წევრად, მან სამი ძირითადი კრიტერიუმი ჩამოაყალიბა: 1. ბერძნულ-რომაული კულტურის გავლენა, 2. ქრისტიანული მრწამსი და 3. დემოკრატიული ტრადიცია. ამ კრიტერიუმების მიხედვით, საქართველო, უდავოდ, ევროპული სივრცის, ევროპული ოჯახის წევრია. საკუთარი ათასწლოვანი კულტურითა და ისტორიით ამაყი ქართველი ერი მუდამ იყო ევროპაზე ორიენტირებული, მისი ღირებულებების ერთგული. მეოცე საუკუნის დასაწყისში ქართველმა ხალხმა შექმნა ევროპულ ფასეულობებზე დაფუძნებული, უაღრესად დემოკრატიული ევროპული სახელმწიფო, რომლის სულისკვეთება და კონსტიტუცია ევროპის დღევანდელ კრიტერიუმებსაც კი ზედმიწევნით შეესაბამებოდა. 1991 წელს აღდგენილი ეროვნული დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობაც ამავე კონსტიტუციას, ევროპულ ღირებულებებს დაეფუძნა და მთავარ გეზად ევროპული ორიენტაცია განსაზღვრა”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ჩვენი ვებ გვერდი: https://multimedia.ge ჩვენი გვერდი ფეისბუქზე, მიჰყევით ამ ბმულს: https://bit.ly/2D9tHM9

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ევროკავშირის სამიტი
01:47

ევროკავშირის სამიტი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

რეზოლუცია ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ
06:40

რეზოლუცია ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

კოორდინაცია საქართველოდან უკრაინაში  „ნაციონალური მოძრაობის\" მიერ ხორციელდება- კობახიძე
03:16

კოორდინაცია საქართველოდან უკრაინაში „ნაციონალური მოძრაობის"...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

რეზოლუცია ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ
03:32

რეზოლუცია ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

რეზოლუციის პროექტი ევროკავშირთან ინტეგრაციის შესახებ
02:33

რეზოლუციის პროექტი ევროკავშირთან ინტეგრაციის შესახებ

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საქართველომ ევროკავშირს კითხვარის პირველი ნაწილი გადასცა
03:10

საქართველომ ევროკავშირს კითხვარის პირველი ნაწილი გადასცა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საქართველომ ევროკავშირს კითხვარის პირველი ნაწილი გადასცა
03:35

საქართველომ ევროკავშირს კითხვარის პირველი ნაწილი გადასცა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

გამარჯვების კოალიციის\" მთავარი გზავნილი არის დაჩქარებული წესით ევროკავშირში გაწევრიანება!
21:55

გამარჯვების კოალიციის" მთავარი გზავნილი არის დაჩქარებული წეს...

Giorgi Vashadze - Strategy Aghmashenebeli

ყველა ვიდეო