საქართველომ ევროკავშირს კითხვარის პირველი ნაწილი გადასცა
გერმანის საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომელიც მხარს უჭერს უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს ევროპულ გზაზე, ქართველი პოლიტიკოსები ეხმაურებიან. მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში ბუნდესტაგის გადაწყვეტილებას მნიშვნელოვანს უწოდებენ. მათი შეფასებით, მსგავსი ტიპის რეზოლუციები ხელს უწყობს ევროკავშირში საქართველოს დაჩქარებული წესით გაწევრიანებას. გერმანიის პარლამენტმა 28 აპრილს მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მხარი დაუჭირა გერმანიის ფედერალური მთავრობის დახმარებას უკრაინისთვის, რომელიც ასევე მოიცავს მძიმე შეიარაღების მიწოდებას. „ამასთან დაკავშირებით, ბუნდესტაგი ადასტურებს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მხარდაჭერას „მათ ევროპულ გზაზე“.– აღნიშნულია გერმანიის საელჩოს ინფორმაციაში. 400-მდე შეკითხვაზე საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცემული პასუხები ბრიუსელში უკვე გაიგზავნება. ევროკომისიის კითხვარის პირველი ნაწილი უკვე გადაეცა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კარლ ჰარცელს, ახლა კი საქართველო კითხვარის მეორე ნაწილის შევსებაზე მუშაობს, რომელიც სავარაუდოდ 13 მაისამდე იქნება მზად. პროცედურის მიხედვით, ასოცირებული ქვეყნებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ევროკომისიამ საკუთარი შეფასება ევროკავშირის საბჭოს უნდა გადასცეს. 27-მა სახელმწიფომ კი პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საქართველომ ევროკავშირს კითხვარის პირველი ნაწილი გადასცა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველომ ევროკავშირს კითხვარის პირველი ნაწილი გადასცა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრემიერმა კითხვარის პირველი ნაწილი ჰარცელს უკვე გადასცა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 2 მაისი, 2022 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ირაკლი ღარიბაშვილმა კარლ ჰარცელს ევროკავშირის კითხვარის პირვ...
Georgian Government
ირაკლი ღარიბაშვილმა კარლ ჰარცელს ევროკავშირის კითხვარის პირვ...
Irakli Garibashvili
ირაკლი ღარიბაშვილმა კარლ ჰარცელს ევროკავშირის კითხვარის მეორ...
MULTIMEDIA GE
#მოამბე 21 საათზე, 10 მაისი, 2022 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster