67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში „საია“-ს საჩივრის საფუძველზე, წუხელ გაბათილდა 38-ე უბნის შედეგები. როგორც რადიო „ათინათს“ საია-ს ზუგდიდის ოფისის ხელძღვანელმა ჯემალ ჭკადუამ განუცხადა, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ ბიულეტენები იყო მიმოფანტული, ყუთი გაქრა და საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე წავიდა უბნიდან. ეს კი საკმარისი საფუძველია იმისთვის, რომ შედეგები ბათილად ეცნოთ. 67-ე საოლქო საარჩევნო უბნის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ , 38-ე უბანთან დაკავშირებით საჩივარი ჰქონდა „სამართლიან არჩევნებსაც“. უბნის ბათილად ცნობის გადაწყვეტილება მიიღეს თავმჯდომარის ახსნა-განმარტებითი წერილიდან გამომდინარე, რომლის მიხედვითაც, თავმჯდომარემ უბანი დატოვა .
67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვა გრძელდება.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: / rado.atinati. .
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/
67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვა გრძელდება.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: / rado.atinati. .
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/