ბათილ უბნებზე განმეორებითი კენჭისყრის გამართვის ბოლო ვადა 22 ოქტომბერია

12.10.2016 01:34

67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის დასკვნით შეხვედრაზე სხვადასხვა საარჩევნო უბნიდან შემოსული საჩივრები განიხილეს და კომისიების წევრებსა და თავმჯდომარეებსს სხვადასხვა შესაბამისი დისციპლინური პასუხისმგებლობა დააკისრეს. რაც შეეხება განმუხურის 38-ე უბანს, კომისიის წევრების გამოუცხადებლობის გამო, ამ ეტაპზე, საოლქო საარჩევნო კომისია მათთვის საყვედურების გამოცხადებით შემოიფარგლა. მირანდმა მესხმა აღნიშნა, რომ მათი დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხზე აუცილებლად იმსჯელებენ. 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ბათილად ცნობილ უბნებზე განმეორებითი კენჭისყრა 22 ოქტომბრამდე უნდა ჩატარდეს. საუბარია ჯიხაშკარის 108-ე, 79-ე და განმუხურის 38-ე უბნებზე. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook:   / rado.atinati.  . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/

გაზიარება: