ბასილ კობახიძე - საქართველოს დაბადება
07/18/2020
იაგო ხვიჩია: ბასილ კობახიძეს ჯერ კიდევ საქართველოდან წასვლამდე ვიცნობდი, ვიცოდი რომ ერთ დროს საქართველოს საპატრიარქოს ნაწილი იყო, რომელმაც ეკლესია პროტესტის ნიშნად დატოვა და დიდი ხნის განმავლობაში ეკლესიის ძალიან მკაცრი კრიტიკოსი იყო.
მერე ქვეყნიდან წავიდა და რამდენიმე წლით გაუჩინარდა.
როცა გადაცემა დავიწყე, ვიცოდი რომ საქართველოს ეკლესიის ისტორიაზე მისი მოსმენა საინტერესო იქნებოდა და მივწერე რომ იქნებ დამთანხმებოდა.
არ უპასუხია.
რამდენიმე წლიანი პაუზის მერე საჯაროდ პირველად კორონას თემაზე საუბრისას შევამჩნიე.
როგორც ჩვეოდა ამჯერადაც მკაცრად აკრიტიკებდა საპატრიარქოს საერთო კოვზით ზიარებაზე და საპატრიარქოსთან ერთად გირჩს ჩვენი მკაცრად ანტიკარანტინული პოზიციის გამო.
გადავწყვიტე კიდევ მეცადა მისი მოწვევა, ამჯერად გამოვიდა.
მე მაინტერესებდა გამეგო რა ხდებოდა საქართველოს ეკლესიაში საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ეპოქაში, როგორ თანაარსებობდა კომუნისტების ღმერთთან (ლენინი, პარტია) ქრისტიანების ღმერთი.
მაინტერესებდა როგორ ურთიერთობდა და თანაარსებობდა ერთმანეთთან საბჭოთა სახელმწიფო სისტემა და ქრისტიანული ეკლესიის იერარქია. ასევე ის თუ რა შეცვალა საბჭოთა კავშირის დანგრევამ ეკლესიაში.
სხვა სტუმრებისგან ვიცოდი, რომ ეკლესია იყო დისიდენტების ერთგვარი თავშეყრის ადგილი და მაინტერესებდა ეკლესიის დამოკიდებულება ეროვნულ მოძრაობასთან და მის ლიდერებთან.
ჩემი გადაცემის მიზანი, არავის კრიტიკა და მორალური გაკიცხვა არ არის, შესაბამისად მინდოდა გადაცემა ეკლესიის კრიტიკის ნაცვლად ეკლესიის ისტორიაზე ყოფილიყო, თუმცა ზოგჯერ ისტორიის მოყოლაც გამოდის კრიტიკა.
მე არ მჯერა რომ რეალური ისტორიის და მისი კონტექსტის სრულად გაგება ერთ გადაცემაში და ერთ სტუმართან საუბრით არის შესაძლებელი, ამიტომ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ბევრი ადამიანის თვალით დანახული ამბავი მოვისმინო ეკლესიაზე.
0:22 - სტუმრის წარდგენა და გადაცემის თემა
1:11 - რატომ დაინტერესდა ბასილი ეკლესიით და რატომ გადაწყვიტა სასულიერო საქმით დაკავება
8:00 - ეკლესიაში რითი განსხვავდებოდა ძველი თაობა ახალისგან
10:37 - როგორ ირჩეოდნენ სასულიერო პირები კაგებეში, რა სტიმულები ამოძრავებდა ეკლესიაში მოსულ ხალხს და როგორ თამანამშრომლობდნენ ისინი სისტემასთან
15:27 - იცავდა თუ არა ეკლესია ადამიანებს სისტემის ზეწოლისგან
17:18 - რა მიზანი ჰქონდა მაშინ ეკლესიას
24:25 - როგორ თანაარსებობს ღმერთი ლენინი და ქრისტიანული ღმერთი კომუნისტურ ეპოქაში და სად მოდიან ისინი ერთმანეთის წინააღმდეგობაში
28:00 - როგორ ხდებოდა იერარქიული დაწინაურება საბჭოთა პერიოდში და პოსტ. საბჭოთა პერიოდში
39:52 - პატრიარქის ტახტისთვის ბრძოლა ძველად
45:40 - რას ღებულობდნენ კაგებესთან თანამშრომლობის სანაცვლოდ
49:44 - ეროვნული მოძრაობა და ეკლესიის დამოკიდებულება მათდამი
58:50 - რა შეცვალა საბჭოთა კავშირის დაშლამ ეკლესიაში და რა ხდებოდა საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული კონკორდატამდე
1:12:16 - როგორ ფინანსდებოდა ეკლესია საბჭოთა კავშირში
1:13:47 - მიშას და ბიძინას ურთიერთობა ეკლესიასთან და რაში მდგომარეობდა მათი სხვაობა
თუ გსურთ ჩვენთან ერთად დაწეროთ საქართველოს ახლო წარსულის ისტორია და გახდეთ გადაცემის პარტნიორი დააფინანსეთ პროექტი.
პორტალზე:
www.girchi.com/ge/donate
PayPal:
paypal.me/ikhvichia
გადარიცხვისას დანიშნულებაში მიუთითეთ #პროცესი
#გირჩიპარლამენტში
____________________________________
WEBSITE: https://www.girchi.com/
FACEBOOK: https://facebook.com/GirchiParty/
INSTAGRAM: https://instagram.com/girchiparty/
TWITTER: https://twitter.com/GirchiParty/