აშშ-ის საელჩოს განცხადება - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

18.12.2021 02:11

საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს მორიგი კრიტიკული განცხადება პოლიტიკური შეფასებების თემაა. დიპლომატიური უწყება წერს, რომ პარლამენტის ნაჩქარევი გადაწყვეტილება ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნის წესის ბოლოდროინდელი რეფორმების გაუქმებაზე, ძირს უთხრის მმართველი პარტიისა და ოპოზიციის შეთანხმებულ ძალისხმევას, რომ ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი პოზიციები მრავალპარტიული კონსენსუსის საფუძველზე შეივსოს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, იმისთვის, რომ საქართველოს ამომრჩევლებს ჰქონდეთ ნდობა საარჩევნო პროცესის მიმართ, ისინი უნდა ენდობოდნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების მიუკერძოებლობას, დამოუკიდებლობასა და კვალიფიკაციას. ეს არის კიდევ ერთი არასაჭირო ნაბიჯი, დაშორებული იმ ვალდებულებებისგან, რომელიც მმართველმა პარტიამ მოქალაქეებისა და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე აიღო, ოდირის დიდი ხნის არსებული რეკომენდაციების შესრულებით, ოპოზიციურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობით საქართველოს საარჩევნო სისტემისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის, - ნათქვამია შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაში, სადაც ასევე ვკითხულობთ. „ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტიას პარლამენტში, სამოქალაქო საზოგადოებას, პრეზიდენტსა და მის გუნდს ერთობლივი მუშაობისკენ ყველაზე მაღალკვალიფიციურ, დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ კანდიდატებზე მრავალპარტიული კონსენსუსის მისაღწევად ცენტრალური საარჩევნო კომისიის იმ პოზიციების დასაკავებლად, რომლებიც თებერვალში გახდება ვაკანტური. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

„ხალხის ძალას” განცხადება და შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში
11:03

„ხალხის ძალას” განცხადება და შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სადამკვირვებლო მისიების შეფასება
10:00

სადამკვირვებლო მისიების შეფასება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

აშშ-ის საელჩოს განცხადება - პოლიტიკური შეფასებები
02:49

აშშ-ის საელჩოს განცხადება - პოლიტიკური შეფასებები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

აშშ-ის ელჩის განცხადება - პოლიტიკური შეფასებები
07:02

აშშ-ის ელჩის განცხადება - პოლიტიკური შეფასებები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადება - პოლიტიკური შეფასებები
05:54

ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადება - პოლიტიკური შეფასებები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მოსამართლის სკანდალური განცხადება
08:54

მოსამართლის სკანდალური განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

აშშ-ის საელჩოს განცხადება - შეფასებები
02:23

აშშ-ის საელჩოს განცხადება - შეფასებები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

#მოამბე 21 საათზე, 3 ოქტომბერი, 2023 #LIVE
59:54

#მოამბე 21 საათზე, 3 ოქტომბერი, 2023 #LIVE

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო